თეგებით ძიება

გიგზავნი სიყვარულს - ერთმანეთი ახლა უფრო გვჭირდება, ვიდრე ოდესმე

პერსონალური ქოუჩი, თამარ ბოკერია, რომელსაც უკვე იცნობს ჩვენი მკითხველი, გთავაზობთ სტატიას, რომელიც კორონაპანდემიის პერიოდს და ახალ რეალობაში ცხოვრების პერიოდს ეხება.

ჩვენ არასოდეს გვიცხოვრია მოცემულობაში სადაც გავაცნობიერეთ, რომ მოწმენდილ ცაზე, ერთხელაც გათენდა და მსოფლიო დაიკეტა, პირადაპირი მნიშვნელობით...

ადრე გვინახავს ფილმში...
თუმცა რაც ჩვენ გამოვიარეთ საკუთარ რეალობაში და ახლა გავდივართ, ფილმზე მეტად მძაფრსიუჟეტიანია და ყველაფერი ჩვენს თავს ხდება...

ჩვენ არასოდეს გვიცხოვრია მოცემულობაში, სადაც:
მოგვიწია თვალებში ჩაგვეხედა გამოწვევისთვის-პანდემია...
სადაც ჯერ იმიტომ გვეშინოდა რომ არ ვიცოდით რა ხდებოდა და შემდგომ იმიტომ შევშინდით რომ გავიგეთ რაც ხდებოდა...

არ გვიცხოვრია ჩაკეტილ ოთახებში...
ადამიანებისგან ასე შორს არასდროს ვყოფილვართ..
ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, თანამშრომლები და ყველანი ვინც ვართ და გვყავს ირგვლიც, ვდისტანცირდით, პირდაპირი გაგებით...

შიშის თვალებით დავუწყეთ ცქერა ერთმანეთს და მეორე ადამიანი პირდაპირი გაგებით სიყვარულის კი არა, ვირუსის გავვრცელების საფრთხედ აღვიქვით...
რამდენმა საკუთარ თავზე გადაიტანეთ ეს ვირუსი და ვისაც არ გადაგვიტანია, ჩვენც თქვენთან ერთად გადაგვქონდა თითოეული ადამიანის ეს მდგომარეობა და ყოველ გამოჯანმრთელებული ადამიანი სულერთია ეს შინაური იყო თუ უცხო ზეიმი იყავით ჩვენთვის...

რომ ასე იმარჯვებდა სიცოცხლე სიკვდილზე...

არც ისეთ გარემოში გვიცხოვრია, როცა საკუთარ თავთან ასე დიდი დოზით მარტო დარჩენა და მისთვის თვალებში ჩახედვა მოგვიწია...

ადამიანები ხშირად არ ვრჩებით საკუთარ თავთან, არ ვიცნობთ საკუთარ სურვილებს, არ ვუსმენთ ხშირად საკუთარ თავს და ეს ზოგჯერ გვეკომფორტულება კიდეც, თითქოს ასე რაღაცისგან გავრბივართ, ჩვენი იმ ნაწილიდან რომელიც არც თუ ისე მოგვწონს და არ ვაღიარებთ საკუთარ მესთანაც კი.

ახლა მოგვიწია დამკვირვებელი ვყოფილიყავით საკუთარი თავების, ჟიურიც...

რეალურად კი ამან ძალიან გაგვზარდა თითოეული....

ბევრი რამ გადავაფასეთ და ბევრი ახალი ფასეულობაც შევიძინეთ..

ეს შესანისნავია, თუმცა გვსურს თუ არა, ახლა ვაცნობიერებთ თუ არა, ჩვენ ყველა შევიცვალეთ და ყველას ერთმანეთი ახლა უფრო გვჭირდება, ვიდრე ოდესმე...

ნუ გაგვიკვირდება თუ თქვენი ოჯახის წევრი, ახლობელი, მეგობარი, ნათესავი, უცხო თუ ნაცნობი და თავად ჩვენ უჩვეულოდ გაღიზიანებულები ვართ...

ჩვენ როგორც პატარა ბავშვი სწავლობს პირველ ნაბიჯებს, ზუსტად ისე ვსწავლობთ ახლა როგორ ვადაპტირდეთ გარემოსთან რომელიც მყარი გვეგონა და აღმოჩნდა რომ არც ასეა საქმე და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი ისე შეიცვალოს ძირეულად, რომ ფიქრის დროც კი არ გქონდეს როგორ მოიქცე?!
სწრაფად დაგჭირდეს მოქმედება, თანაც ისეთი მოქმედება, რომელიც აქამდე არ განგიხორციელებია....

ჩვენ ყველანი თავიდან დავიბადეთ და ახლა ვსწავლობთ ახალ ცხოვრებას...

ეს კი ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ყველამ შესანიშნავად გავართვით თავი და ვუძღვებით ცხოვრებას ახალ მოცემულობაში...

ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ახლა თქვენ ან სხვა ცოტა გაღიზიანებულია...

ახლა გვმართებს ერთმანეთს მივცეთ სითბო ისე, რომ არ ჩავეხუტოთ და გათბეს მეორე ასე შორიდან, ჩვენი გაგზავნილი სიყვარულით...

და იცით ამას გაასმაგებული სიყვარული სჭირდება, გაათბო ადამიანი შენი თანადგომით ....


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა