თეგებით ძიება

ტესტი: შენი გამორჩეული თვისება

ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რომელია თქვენი პიროვნებისთვის დამახასიათებელი თვისება.

იმისათვის, რომ პიროვნების სახასიათო ტესტს გაეცნოთ და მიიღოთ სწორი პასუხი თქვენს დამახასიათებელ თვისებაზე, რაც გხდით გამორჩეულსა და განსხვავებულს სხვებისგან, უნდა მიყვეთ რამდენიმე წესს:

1. დაივიწყეთ ყოველგვარი ფიქრები და კონცენტრირდით ტესტზე;
2. გონებით ფოკუსირდით საკუთარ პიროვნებაზე;
3. შეხედეთ ფოტოს და ყველა გამოსახულებას თვალი გადაავლეთ;
4. ინტუიციურად აირჩიეთ ერთ-ერთი გამოსახულება;

ტესტი: შენი გამორჩეული თვისება


მნიშვნელოვანია, რომ არ დაეყრდნოთ ლოგიკურ აზროვნებას, რადგან ამ შემთხვევაში ეს არ იქნება თქვენი საყრდენი და დამხმარე ძალა...

არჩეული ვარიანტის შემდეგ ნუმერაციის მიხედვით იხილეთ პასუხები:

1. პატიოსნება:
თქვენ ყოველთვის გულწრფელი ხართ სხვა ადამიანებთან დამოკიდებულებაში. რამდენადაც არ უნდა იყოს მომგებიანი თქვენთვის ტყუილი, მიუხედავად ამისა, თქვენთვის მიუღებელია მოიტყუოთ. ყოველთვის მზად ხართ ნებისმიერ დროს დახმარება გაუწიოთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენი მხრიდან იმსახურებს ნდობასა და ყურადღებას.

2. განსჯადობა:
ზოგიერთი ადამიანი, თქვენ მიგიჩნევთ ცივსისხლიან პიროვნებად. თუმცა, თქვენი მოქმედება დაფუძნებულია შედეგზე და სწორ გადაწყვეტილებაზე.ზოგჯერ საკუთარ ემოციებს ბლოკავთ და შინაგანად თრგუნავთ, თუმცა ზოგჯერ ამ ემოციების გამოვლენა მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ არ გამოიწვიოს თქვენში დეპრესია.

3. გაბედული:
თქვენ დაჯილდოვებული ხართ ლიდერული თვისებებით. გაქვთ უნარი გადაწყვიტოთ ნებისმიერი რთული ამოცანა, ეს ყოველივე იმიტომ შეგიძლიათ, რომ ყოველთვის მზად ხართ და მოტივირებული, იაროთ წინ და არ ფანტოთ უსარგებლოდ დრო. თქვენ ძალიან მამაცურად ხვდებით ყოველგვარ წინააღმდეგობებს. თქვენ ხართ უშიშარი და მეომარი სულის ადამიანი.

4. ბუნებრივი ქარიზმატულობა:
თქვენ თავად მომხიბვლელობა ხართ. თქვენ იოლად გამოგდით ყურადღების ცენტრში ყოფნა და იოლად იპყრობთ ადამიანების ყურადღებას. ყველას მოსწონს თქვენი ცხოვრებისადმი გულწრფელი და მგრძნობიარე დამოკიდებულება. თქვენ შინაგანად ძალიან თბილი ადამიანი ხართ და ეს იგრძნობა, ზუსტად ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია.


5. სპონტანურობა:
თქვენ ძალიან საინტერესო და კაშკაშა ცხოვრება გაქვთ, თქვენ კარგად იცით, როგორ წაუღძღვეთ ხალხს, რადგან კარგად გამოგდით განწყობის მართვა. გახასიათებთ კარგი იუმორის გრძნობა. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ხდება დაუგეგმავად და მოულოდნელად, ზუსტად ამის გამო ბევრში შურს იწვევთ, რადგან მათ ნაკლებად საინტერესო ცხოვრება აქვთ.

6. ცნობისმოყვარეობა:
თქვენ ყოველთვის გიზიდავთ ახლის შესწავლა, როდესაც წყვეტთ ახლის შესწავლას, თქვენში შინაგან დისკომფორტს იწვევს და მიძინებას იწყებთ. თქვენ შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, რომელსაც უყვარს ყოველივეს დეტალურად შესწავლა, ზუსტად საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო ფასდებით.

7. სულიერება:
თქვენ კეთილი და სავსე ადამიანი ხართ, გიყვართ ადამიანების დახმარება. თქვენს ცხოვრებაში იმდენად ჰარმონიულად არის ყველაფერი, რომ მზად ხართ ეს ჰარმონიულობა გაუზიაროთ სხვა ადამიანებს, ამიტომაც ბევრი გეკითხებათ რჩევებს. როდესაც გაცნობიერებული გაქვთ თქვენი ძლიერი მხარეები, იოლად შეძლებთ ამ თვისებების განვითარებას საჭირო მიმართულებით. ამ გზით თქვენ შეძლებთ სრულყოფილებისკენ სვლას, განვითარებასა და წინსვლას!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა