5 პროფესია, რომელიც ჯანმრთელობას ყველაზე მეტად აზიანებს
გარკვეული რისკი თითქმის ყველა პროფესიაში არსებობს. ზოგან ეს რისკი ფინანსური ზარალია, ზოგან შესაძლო სანქციები, მაგრამ არსებობს ისეთი პროფესიებიც, სადაც სასწორის პინაზე ჯანმრთელობა დევს და შეცდომის საფასური ადამიანის სიცოცხლეა.
გთავაზობთ 5 ყველაზე საშიშ პროფესიას მსოფლიოში:
1. ახალგაზრდობის შენარჩუნება ყველაზე მეტად მფრინავებსა და ბორტგამცილებლებს უჭირთ. მიზეზი თვითმფრინავში ხელოვნურად შექმნილი კლიმატია, რომელიც კანს სწრაფად აშრობს. დერმატოლოგების მტკიცებით, 200 საათიანი ფრენა, სტიუარდესას 3-4 წლით აბერებს.
2. გასაგები მიზეზების გამო, კვების ობიექტებში დასაქმებული ადამიანები - მზარეულები, კონდიტერები და მცხობელები ჭარბი წონისკენ მიდრეკილები არიან. ყველაზე ხშირად, ჭარბწონიანი მზარეულები რუსული, უკრაინული და გერმანული სამზარეულოს რესტორნებში მუშაობენ. ჭარბი წონისკენ მიდრეკილები არიან ასევე „მჯდომარე პროფესიების“ წარმომადგენლები: ბუღალტრები, პედაგოგები და კომუნალური სამსახურების მუშაკები.
3. ყველაზე სანერვიულო სამსახური - სტრესების და ნერვული აშლილობის მსხვერპლები ყველაზე ხშირად საშუალო რგოლის მენეჯერები, საბავშვო ბაღების და დაწყებითი კლასების მასწავლებლები ხდებიან.
4. ზურგისა და ხერხემლის პრობლემები ყველაზე ხშირად ჯანდაცვის სფეროს ზოგიერ წარმომადგენელს (სტომატოლოგი, ქირურგი, ექთანი და ბებიაქალი), მკერავს და ფოტომოდელს ექმნება. ამ პროფესიის ადამიანებს დიდხანს უწევთ მოუხერხებელ პოზაში ყოფნა.
5. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად გაციება პროფესიონალ ორატორებს: ლექტორებს, პოლიტიკოსებს და მსახიობებს აწუხებთ, რადგან საჯარო გამოსვლების დროს, ყელის და ნაზოფარინქსის ლორწოვანი გარსები ძლიერ დატვირთვას განიცდიან. შედეგად, სხეულის იმუნიტეტი მცირდება და ნებისმიერ მიკრობს შეუძლია ანგინა გამოიწვიოს.