გენიალური ციტატები დედაზე
გენიალური ციტატები დედაზე:
1. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის… – გოდერძი ჩოხელი
2. “ლოცულობს დედა და ლოცვის სითბო ცხრა მთის გადაღმა შვილის გზაზე იებად ამოდის..” -ვაჟა ხორნაული
3. “რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, როცა დედა გვერდითა ყავს და თანაც გათოშილ ფეხებზე თბილ წინდებს აცმევს.” – გოდერძი ჩოხელი
4. დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის. – ოტია იოსელიანი
5. “ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც, მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა!”-ოტია იოსელიანი
6. თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა… – ოთარ ჭილაძე
7. „მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ”. – გოდერძი ჩოხელი
8. გწამდეს, დედის ლოცვას საიდუმლო ძალა აქვს. – ლეო ქიაჩელი
9. დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო. . . – გიორგი ლეონიძე
10. “ერთადერთი სიყვარულის, რომლის არსებობისაც მჯერა, ესაა დედის სიყვარული შვილისადმი” – კარლ ლაგერფილდი
11. მაინც როგორ ათბობს გულს ბავშვი!… რა სრულფასოვანია დედის ცხოვრება!…. დევიდ ლოურენსი
12. მაშინ არ იცოდი
ასე რა გიზიდავდა
დედის ხმასა და გამოხედვაში –
თურმე ღმერთის სითბო ყოფილა. – ვაჟა ხორნაული
13. დედის სიყვაულზე წმინდა დ უანგარო ამქვეყნად არაფერია.-ბესარიონ ბელინსკი
14. “დედის ხელები სინაზისა და სათნოების განსახიერებაა!”.. – ვიქტორ ჰიუგო
15. “ვნატრობდი უბრალო ხალათს,
დედის ძვირფასი ხელით შეკერილს.” – ლადო ასათიანი
16. ლოცვის დროს დედის სულს მირონი სდის. – ნიკო ლორთქიფანიძე
17. “სიმამაცეა შვილის გაჩენა,
მაგრამ დედობა ნიშნავს გმირობას.” – შოთა ნიშნიანიძე
18. “დედობა დიდი ცოდნაა, უფრო ზუსტად, სიბრძნეა, ოღონდ, დედობაში მარტო ბავშვის გაჩენა არ იგულისხმება.
ბავშვის გაჩენის უნარი და დედობის უნარი სხვადასხვა ცნებებია.” – ოთარ ჭილაძე
19. შვილი დაინახა
და წელში გაიშალა
როგორც ყვავილი
წვიმიდან გამოსული. – ვაჟა ხორნაული
20. შვილს რომ მკლავზე გადაიწვენს,
დედა ჯვარს ემსგავსება –
სწორედ ეს ჯვარი გადაარჩენს სამყაროს. – ვაჟა ხორნაული
21. ***
ჩვილმა დაიძინა
და ახლა
თვალებით ღიღინებს
იავნანას დედა. – ვაჟა ხორნაული
22. მაშინ არ იცოდი
ასე რა გიზიდავდა
დედის
ხმასა და გამოხედვაში_
თურმე ღმერთის სითბო ყოფილა. – ვაჟა ხორნაული
23. სინათლეზე თბილი და მსუბუქია
დედის ხელები
რომლებიც ჩაძინებულ
შვილს ეფერებიან… – ვაჟა ხორნაული
24. მაშინ არ იცოდი
ასე რა გიზიდავდა
დედის ხმასა და გამოხედვაში –
თურმე ღმერთის სითბო ყოფილა. – ვაჟა ხორნაული
25. ძილის წინ იტყოდა დედა:
“ღმერთო უშველე ჩემ შვილებსა”
მაშინაც ესა თქვა
სამარეში როცა ჩაასვენეს.
ვაჟა ხორნაული
genius.ge