ალერგია, წამწამების ცვენა, გამონაყარი - 8 საფრთხე, რომელიც თქვენს კანს ღამით კოსმეტიკის დატოვების შემთხვევაში ემუქრება
ხანგრძლივი და დამღლელი დღის შემდეგ მაკიაჟისგან გათავისუფლება ბევრ ქალს ეზარება და ერთადერთი რამ სურს - რაც შეიძლება მალე დაიძინოს! ამ შემთხვევაში სიზარმაცე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
გახსოვდეთ, რომ მაკიაჟის კანზე დატოვებით საფრთხეს უქმნით სახის კანს, რაც დანაადრევ სიბერეს იწვევს.
მუწუკები
ღამით, სანამ ჩვენ ვისვენებთ, ჩვენი სხეული სხვადასხვა პროცესებითაა დაკავებული. ამ დროს აქტიურია ცხიმოვანი ჯირკვლებიც. მათ მიერ წარმოქმნილი კანის ცხიმი მაკიაჟს და დღის განმავლობაში დაგროვილ მტვერს ერევა, რაც კანის ფორების დახშობას იწვევს. ეს კი კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. შედეგი მუწუკებია, რომლებიც შეიძლება დილას სარკეში დაინახოთ.
სახის არაჯანსაღი ფერი
როცა სახის ფორები ტონალური კრემითა და პუდრით სავსეა, კანსი იმის გარდა, რომ სუნთქვას ვერ ახერხებს, განახლებაც არ შეუძლია. ვითარებას თავისუფალი რადიკალები ამძიმებენ, რომლებიც კოსმეტიკურ საშუალებებში დღის განმავლობაში გროვდებიან და კოლაგენს ანადგურებენ. შედეგი - ფერმკრთალი სახე და „ტომრები“ თვალების ქვეშ.
ნაოჭები და ადრეული დაბერება
კანი მუდმივად იქერცლება და ახლდება, მათ შორის ღამითაც, როცა ამ პროცესში მაკიაჟი ერევა. თუ კოსმეტიკას დროულად არ ჩამოიბანთ, გაუხეშებული და კოსმეტიკის სქელი ფენის ქვეშ მოქცეული კანის ფენა დილამდე თქვენთან დარჩება. თუ ეს რეგულარულად გრძელდება, ეპიდერმისის ელასტიკურობა თანდათან შემცირდება, კანი სწრაფად დაბერდება და ნაოჭები გაჩნდება.
ანთება და ინფექცია
უცხო ნაწილაკებთან და მტვერთან შერევისას კოსმეტიკური პროდუქტები კანს აზიანებს და აღიზიანებს. ანთებითი პროცესები კანზე წითელი ლაქების სახით ჩნდება. თვალების მდგომარეობა უფრო უარესია - კოსმეტიკის ნარჩენებმა შეიძლება კონიუნქტივიტი და სხვა ინფექციები გამოიწვიონ.
წამწამების ცვენა
ტუში წამწამებს უფრო მყარს და მყიფეს ხდის, რასაც დღის განმავლობაში ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ღამით, თვალების სრესვის ან თავის ბალიშზე ტრიალის დროს მათი დაზიანება ძალიან ადვილია.
შეშუპებული ქუთუთოები
ყველაზე მაღალი ხარისხის ჩრდილები, ლაინერები და ტუშიც კი ღამით იშლება და თვალის ლორწოვან გარსზე ხვდება. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ დილას ქუთუთოები დაბერილი და თვალები გაწითლებული დაგხვდათ. ამ მდგომარეობაში მყოფი თვალების ხელმეორედ შეღებვა არ უნდა სცადოთ - ეს საკმაოდ მტკივნეული იქნება.
დამსკდარი ტუჩები
პომადების უმეტესობა ტუჩებს აშრობს, წყალგაუმტარი პომადები კი დამატებით, ბუნებრივ პიგმენტებსაც შლიან. ღამით, ეს პროცესი მხოლოდ აქტიურდება. შედეგი - დამსკდარი ტუჩები და დალაქავებული ბალიში.
ალერგია
თუ მაკიაჟი სხეულზე 12 საათზე მეტ ხანს რჩება, შეიძლება ძალიან აგრესიული რეაქცია დაიწყოს. ზოგჯერ შეიძლება ალერგიური რეაქცია განვითარდეს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, კანმა შეიძლება ნებისმიერი სახის კოსმეტიკური საშუალება უარყოს.