თეგებით ძიება

ალოე - აკნეს და ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება - თავის მოვლის და სილამაზის ხალხური რეცეპტები

ალოეს სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან ცნობილია. მისი წვენი და რბილობი შეიცავს ფერმენტებს, ანტიოქსიდანტებს, ფიტონციდებს, პოლისაქარიდებს, ამინომჟავებს, მცენარეულ ჰორმონებს, სალიცილის მჟავას, ალანტოინს, B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე A, C, E, PP ვიტამინებს და ეთერზეთებს.

ასეთი შემადგენლობის წყალობით ალოე უჯრედების აღდგენის პროცესს ხელს უწყობს, ანტიალერგიული, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი და ანტისტრესული მოქმედება აქვს. რა მოვამზადოთ ალოეთი?

1. ქერტლის საწინააღმდეგო ნიღაბი
ალოეს ფოთოლი შუაზე გაჭერით და კოვზით რბილობი მოაგროვეთ. თმის ბალზამი, ზეითუნის ზეთი და ქოქოსის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. ნიღაბი თავის კანზე დაბანამდე წაისვით და 5-10 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და ჩვეულებრივ გაიშრეთ.

2. დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალება
ყინულის ფორმებში ალოე ჩაასხით (წინასწარ რბილობი დააბლენდერეთ). გაყინეთ. ყინულის კუბები დაზიანებულ კანზე წაისვით. სხვათა შორის, ეს ხრიკი საყოფაცხოვრებო დამწვრობის დროსაც გამოგადგებათ.

3. სახის ნიღაბი
ნაჭრის ან მარლის ნაჭერი აიღეთ, თვალის, ტუჩის და ცხვირის ადგილი ამოჭერით. ქსოვილი დაბლენდერებული ალოეს რბილობით გაჟღინთეთ, სახეზე დაიდეთ და 15 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბს დამატენიანებელი, დამარბილებელი და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

4. საპარსი ქაფის ალტერნატივა
თუ საპარსი ქაფი დაგიმთავრდათ, უბრალოდ გასაპარს ადგილებზე ალოეს წვენი წაისვით. მგრძნობიარე კანსაც უხდება.

5. კანის სკრაბი
თქვენ დაგჭირდებათ ალოეს წვენი და ბრინჯის ფქვილი. ერთ ფოთოლს „კანი“ მოაშორეთ და ფქვილში ამოავლეთ. სახე მასაჟური მოძრაობით 5 წუთით გაიწმინდეთ, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.

6. ხელის კრემი
ალოეს რბილობი თაფლში ამოავლეთ და დანაყეთ. მიღებული ნარევი ხელზე წაისვით – კანი რბილი და ნაზი გახდება.

7. აკნეს საწინააღმდეგო საშუალება
ალოეს რბილობი (ან მაღაზიაში ნაყიდი ალოე ვერას გელი) ცოტა კბილის პასტას აურიეთ. ანთებით უბნებზე წერტილოვნად წაისვით. ალოეს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. ერთ დღეში თქვენი კანი დიდწილად სუფთა გახდება.

8. დასაბანი გელი
ბლენდერში ალოეს რბილობი, ქოქოსის ზეთი, გლიცერინი და თაფლი აურიეთ. სახის გასაწმენდად ნატურალურ საშუალებას მიიღებთ, რომელიც კანს გამოკვებავს კიდეც. ჩამობანას მოითხოვს!

9. დამამშვიდებელი ლოსიონი
თუ მშრალი, გაღიზიანებული კანი გაქვთ, ეს რეცეპტი სცადეთ. ალოე ვარდის და უბრალო, სუფთა წყალს აურიეთ. ნარევი სახეზე იპკურეთ, რომ კანი დაიტენიანოთ.

10. მაკიაჟის ფიქსატორი
დიახ, ასეთი საშუალება შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ. ოღონდ სპრეი ბოთლი დაგჭირდებათ. ალოე ვერას გელი, წყალი, ჰემამელისის ნაყენი და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი აურიეთ. სახეზე იპკურეთ, რომ მაკიაჟი დაიფიქსიროთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა