არასოდეს დაივიწყოთ საკუთარი თავი - გილოცავთ ძვირფასო მკითხველებო დედის დღეს!
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე სტატიაში საუბრობს თუ რა ძალა აქვს შვილებისთვის დედობრივ სიყვარულსა და მხარდაჭერას...
დედა ეს არის სახლი, სითბო, სიყვარული, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ადამიანი, მისთვის დედა ყოველთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია.
დედის ენერგია და დალოცვა მთებს გადადგავს, უზარმაზარი ძალა აქვს. ხშირად დედები თავგანწირულად ზრდიან შვილებს, საკუთარ თავს ივიწყებენ და მთლიანად გადართულნი არიან შვილების კეთილდღეობაზე, შვილები კი საპასუხოდ მის ემოციებს იტვირთავენ ხოლმე ასე, ჰგონიათ, რომ ტვირთს შეუმსუბუქებენ, რადგან შვილებისთვის მნიშვნელოვანია დედა იყოს ბედნიერი და დამშვიდებული, ამ გზით ერთმანეთს ეხმარებიან, აძლიერებენ, ასე ვთქვათ დედა-შვილი უხილავი ძაფით არიან ერთმანეთზე დაკავშირებული!
თუმცა, დედებო, თქვენს მზრუნველებასთან, უსაფრთხოების შექმნასთან ერთად, შვილებისთვის კიდევ მეტად მნიშვნელოვანია, რომ დედა იყოს ბედნიერი, რადგან თქვენგან სწავლობენ შვილები ემოციებს, შინაგან მდგომარეობას...
ამიტომ, არასოდეს დაგავიწყდეთ საკუთარ თავს დაუთმოთ დრო და ყურადღება, მოიწყოთ პატარ-პატარა განტვირთვა, თუნდაც სასიამოვნო გარემოში დალიოთ ყავა-ჩაი, წაიკითხოთ წიგნი, უყუროთ სასიამოვნო ფილმს, გაისეირნოთ მეგობრულ წრეში, გამოხატეთ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა, იმისათვის, რომ შვილებმაც ისწავლონ რომ დედას, რომელიც მათზე გამუდმებით ზურნავს მათ კომფორტზე, აღზრდაზე, სწავლაზე, მათი მხრიდანაც აუცილებელია პატივისცემა და ზრუნვა.
რადგან შვილები, როდესაც გაიზრდებიან შექმნიან საკუთარ ოჯახებს, ყოველთვის ახსოვდეთ, რომ საყვარელი დედის მიმართაც გამოხატონ მზრუნველობა, პატივისცემა, სიყვარული.
მართალია შვილები დედის ამაგს ვერ გადავიხდით, თუმცა საკუთარ შვილებში შეგვიძლია მიღებული ამაგი გავაგრძელოთ!
გისურვებთ ბედნიერ დედობას, გეხაროთ შვილების ბედნიერებით, ასევე ვულოცავ ემიგრანტ დედებს, რომლებიც არამარტო დედის, მამის ფუქნციასაც ასრულებენ, რადგან უზრუნველყონ მატერიალურად შვილები და არაფერი მოაკლონ.
იყავით ძლიერები დედებო, რადგან თქვენ, რომ ძლიერები და ბედნიერები იქნებით, ამით თქვენს შვილებს უფრო გააძლიერებთ და ისინი კი მაქსიმალურად პიროვნულად რეალიზდებიან!
რეალიზებული და ბედნიერი ადამიანები კი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საწინდარია!