ცნობილი დედა-შვილები, რომლებიც ტყუპი დებივით გვანან ერთმანეთს
თუ ულამაზესის სინდი კროფორდის პოდიუმზე ნახვა მოგენატრათ, თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს - სინდის ქალიშვილი კაია, რომელიც სახელოვანი დედის ასლია, პოდიუმს იპყრობს!
ვნახოთ ცნობილი დედები და მათი შვილები, რომლებიც დედის გარეგნობის და საქმის გამგრძელებლები არიან.
სინდი კროუფორდი და კაია გერბერი
„როცა კაიას ვუყურებ, გამუდმებით ვფიქრობ, შენ ისეთივე სახის კანი გაქვს, როგორც ადრე მე მქონდა. ჩემი ფეხები და თმა გაქვს, განა ეს საოცარი არაა? ”- ამბობს ამერიკელი სუპერმოდელი, MTV-ის წამყვანი და მსახიობი სინდი კროუფორდი ქალიშვილის შესახებ.
სინდის სიმაღლე 177 სმ-ია, მას ყავისფერი თვალები და წაბლისფერი თმა აქვს. მისი პარამეტრებია: 86-66-89. 1980-1990 წლებში სინდი ყველაზე პოპულარულ სუპერმოდელთა სიაში შედიოდა, იყო პოდიუმების ხშირი დედოფალი და მოდური კომპანიების სახე. ცნობილმა დიზაინერმა კარლ ლაგერფილდმა მასზე თქვა: ”მასში თავმოყრილია კლასიკური სილამაზე და ყოველი ამერიკელი მამაკაცის ოცნება”.
სინდიმ ფლეიბოის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში: ”20-ე საუკუნის 100 ყველაზე სექსუალური ვარსკვლავი” მეხუთე ადგილი დაიკავა. 1997 წელს კი მეორე ადგილი აიღო მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალბატონთა შორის, სადაც სუსტი სქესის 4000 წარმომადგენელი მონაწილეობდა. 2002 წელს ჟურნალმა People სინდი მსოფლიოს 50 ულამაზეს ადამიანთა შორის დაასახელა.
20 წლის კაია სახელოვანი დედის კვალს მიჰყვება და ცდილობს თავისი დროის ყველაზე მოთხოვნადი მოდელის ტიტული მოიპოვოს, როგორც ამას თავის დროზე სინდი კროუფორდი აკეთებდა.
პოდიუმზე კაიას დებიუტი 2017 წელს რალფ სიმონსის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. მას შემდეგ გერბერი ამშვენებს ვოგის წამყვან გამოცემებს, მონაწილეობს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდების შოუებში, რეკლამას უწევს ვერსაჩეს, შანელს, პრადას და სხვა არაერთ პრესტიჟულ მოდურ სახლს.
რიზ უიზერსპუნი და ავა ფილიპსი
რიზ უიზერსპუნისა და რაიან ფილიპეს 16 წლის ქალიშვილი ავა დედის ასლი რომ არის, ამაში საზოგადობება მას შემდეგ დარწმუნდა, რაც რიზმა ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა. ავა ზუსტად ისე გამოიყურება, როგორ რიზი მის ასაკში.
აღსანიშნავია, რომ 45 წლის ოსკაროსანი რიზი და 21 წლის ავა ახლაც დებივით გამოიყურებიან. ისინი ერთმანეთს იმდენად გვანან, რომ ზოგჯერ თაყვანისმცემლებს მათი გარჩევა უჭირთ. „სინამდვილეში ის ჩემზე ბევრად უფრო მაგარია. ძალიან თანამედროვეა, კარგად ერკვევა მოდაში და აქვს საკუთარი სტილის საოცარი შეგრძნება” -ამბობს რიზი ავაზე.
ვანესა პარადისი და ლილი-როუზ დეპი
ლილის მშობლები მსოფლიო კინოსა და შოუბიზნესში ცნობილი ადამიანები - ვანესა პარადი და ჯონი დეპი არიან. გოგონამ საზოგადოების ყურადღება დაბადებისთანავე მიიქცია და მისი ფოტოები ცნობილ ჟურნალ-გაზეთებში მაშინვე გამოჩნდა.
ლილი როუზი არ მალავს, რომ სამსახიობო მწვერვალების დაპყრობაზე ოცნებობს, თუმცა კინოკარიერა იმდენად არ აინტერესებს, რამდენადაც სამოდელო ბიზნესი. როგორც ჩანს, მასში დედის გენებმაც იმძლავრა. მისი უჩვეულო გარეგნობა სწორედ რომ უხდება სარეკლამო გადაღებებს. მსახიობის პარამეტრები ასეთია: სიმაღლე - 160 სმ, წონა - 40 კგ.
ლილი-როუზ დეპის დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა და მაშინვე გახდა კარლ ლაგერფელდის ერთ-ერთი ფავორიტი, რადგან ის ძალიან ჰგავს დედას ვანესა პარადისს. საინტერესოა, რომ ვანესასა და ლილი-როუზს შორის მსგავსება მათი გარეგნობით არ მთავრდება. ორივე „ცუდ ბიჭებთან“ გახმაურებული რომანებით და ცუდი საქციელით გამოირჩევა.
გოლდი ჰოუნი და ქეით ჰადსონი
ქერა თმა, მომხიბლავი ღიმილი და ცოცხალი სახის გამომეტყველება - გოლდი ჰოუნი და ქეით ჰადსონი მართლაც ერთმანეთს როგორც გარეგნულად, ასევე ხასიათით გვანან.
ორივემ წარმატებას კომედიურ ჟანრში მიაღწია, მაგრამ მათ შორის კონკურენცია არ არის - ურთიერთობაში მათ სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება აქვთ.