ტესტი: ცხოველი, რომელსაც პირველად დაინახავთ, რაღაც ახალს გეტყვით თქვენს თავზე
ზოგჯერ, რასაც ჩვენ ვხედავთ ამა თუ იმ სურათზე, იმას სხვები ვერ ხედავენ. ეს ბევრ რამეს ამბობს ჩვენზე, ჩვენს სურვილებსა და მისწრაფებებზე. არსებობს ტესტები, რომლებიც გვიხსნიან თუ რა იმალება ამა თუ იმ გამოსახულებებს მიღმა. ერთი შეხედვით, უბრალო სურათს ვუყურებთ, მაგრამ რეალურად შესაძლოა უამრავი რამ გვითხრას ამან.
ჩვენ დღეს გთავაზობთ ტესტს, რომელიც საკუთარ თავზე ახალ დეტალებს მოგითხრობთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ცხოველს დაინახავთ პირველად.
ამ ილუსტრაციაზე 2 ცხოველია გამოსახული, თუმცა ზოგჯერ ტვინი მხოლოდ ერთს ხედავს. გედის თავი ციყვის კუდზეა მოთავსებული, ხოლო ციყვის თავი გედის ფრთაზე. ორივე მათგანი განსხვავებული ტიპის ადამიანის რეპრეზენტაციაა, ეს არის საშუალება გავიგოთ, თუ როგორ ვხედავთ სამყაროს და როგორი ხასიათი გვაქვს. მზად ხართ იპოვოთ პასუხი? დააკვირდით რომელ ცხოველს დაინახავთ პირველად.
თუ გედი დაინახეთ
თუ გედი დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ რეალისტი ხართ. თქვენი სამყაროსეული ხედვა უფრო მეტად ლოგიკური და ანალიტიკურია, ჯადოსნურობა და ემოციების ფრქვევა თქვენი სტილი არ არის. თქვენ გიყვართ მკაფიო სიტუაციები და ყველაფრის რეალურად დანახვა.
ხართ ძალიან პრაგმატული ადამიანი და გაქვთ დიდი ინტელექტი. ეს უკანასკნელი ძალიან კარგია, თუმცა ადამიანს თავისი ემოციებიც არ უნდა დაავიწყდეს, ვინაიდან ისინიც ჩვენში ცოცხლობენ – იმის მიუხედავად, გამოვავლენთ მათ თუ არა.
თუ ციყვი დაინახეთ
თუ ილუსტრაციაზე პირველად ციყვი დაინახეთ, ესე იგი, უფრო მეტად პერფექციონისტი ტიპი ხართ. თქვენ გჩვევიათ კეთილგონიერი ნაბიჯების გადადგმა და არ გსურთ რაიმე გამოგრჩეთ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიდან.
ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ოცნებები აისრულოთ, ამაზე ყოველდღე თავდაუზოგავად მუშაობთ. თავს არასდროს აძლევთ შეცდომების დაშვების ნებას და თუ ეს მაინც მოხდა, ცდილობთ ამისგან გაკვეთილი მიიღოთ, რათა იგივე აღარ განმეორდეს.
მაშ ასე, რომელი აღწერა უფრო შეესაბამება თქვენს პიროვნებას? გედი აღმოჩნდით თუ ციყვი? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში შედეგები, ეს ტესტი კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!
genius.ge