თეგებით ძიება

სექსი ორსულობის პერიოდში

ორსულობის პერიოდში, ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ საკუთარი სხეული არ მოსწონს და სექსის სურვილი, პარტნიორის სიყვარულის მიუხედავად, სრულიად ეკარგება. თუმცა, თუ ამის სამედიცინო ჩვენება არ არსებობს, არ არის აუცილებელი, ამ დროს შენი სქესობრივი ცხოვრება მოსაწყენი გახადო. გთავაზობთ ყველაზე მიზანშეწონილ პოზებს, რომლებიც შენსა და შენი პარტნიორის ინტიმურ ცხოვრებას ნებისმიერ ტრიმესტრში (3-თვიანი ინტერვალი) გაახლისებენ.

1. კლასიკური „მისიონერული“

შესაფერისია: პირველი და მეორე ტრიმესტრის პერიოდში, თუმცა, თუ თავს კომფორტულად იგრძნობ, სრულიად დასაშვებია მესამე ტრიმესტრშიც.

რისთვისაა კარგი: გადაღლილობისას ეს პოზა საშუალებას გაძლევს, ზურგზე დაწვე, მოდუნდე და პარტნიორს თვალებში უყურო, რაც თქვენ ურთიერთობაში მეტ სიახლოვეს შეიტანს. თანაც, პარტნიორი თავისუფლად შეძლებს შეგეხოს.

რატომ უნდა იყო ფრთხილად: მესამე ტრიმესტრში, ზურგზე დაწოლისას, შესაძლებელია, მუცლის შებერილობამ შეგაწუხოს. ამ შემთხვევაში, ბალიშები გამოიყენე და ოდნავ წამომჯდარ პოზაში მოექეცი.

2. „კოვზები“
შესაფერისია: ეს პოზა ორსულობის ყველა ტრიმესტრში მოსახერხებელია, განსაკუთრებით კი ბოლო თვეებში, როდესაც მუცელი საკმაოდ გაზრდილი გაქვს და გვერდულად წოლა მეტ კომფორტს გიქმნის.

3. შენ — ზემოდან

შესაფერისია: სამივე ტრიმესტრის განმავლობაში. შეგიძლია, ოდნავ წინ გადაიხარო და დასაყრდენად საწოლის ზურგი გამოიყენო, შენი პარტნიორი კი ბალიშებს მიეყრდნოს და უფრო მეტად მოგიახლოვდეს.

რისთვისაა კარგი: იდეალურია ყველანაირი აღნაგობის ქალისთვის, კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს პოზა ქალებს ყველაზე მეტ სიამოვნებას ანიჭებს. დადებითი მხარე ისიცაა, რომ პარტნიორს საშუალება აქვს, სექსის დროს შენი ცქერით დატკბეს.

რატომ უნდა იყო ფრთხილად: შეიძლება, მესამე ტრიმესტრში სწორად დაჯდომა გაგიჭირდეს და გაზრდილმა მუცელმა სიმძიმის შეგრძნება მოგანიჭოს, ამიტომაც ეცადე, ოდნავ შენი პარტნიორისკენ გადაიხარო.

4. „ძაღლური“ სტილი

შესაფერისია: სამივე ტრიმესტრის განმავლობაში, განსაკუთრებით კი — მესამე ტრიმესტრში, როდესაც მუცელი გამძიმებს.

რისთვისაა კარგი: ეს პოზა იდეალურია, თუკი ზურგის ტკივილები გაწუხებს და თანაც, მენჯზე ზეწოლა ტკივილის შეგრძნებას გგვრის.

5. „მაკრატელი“

შესაფერისია: პირველი და მეორე ტრიმესტრის განმავლობაში

რისთვისაა კარგი: როდესაც ერთმანეთს თვალებში უყურებთ, ინტიმურობის და სიყვარულის გამოხატვის მეტი შესაძლებლობა გეძლევათ. თანაც, სექსის დროს კოცნა და თვალების კონტაქტის შენარჩუნება იოლად შეგიძლიათ.

6. გვერდული „უნაგირი“

შესაფერისია: პირველი და მეორე ტრიმესტრის განმავლობაში; თუ თავს კომფორტულად იგრძნობ, მესამე ტრიმესტრშიც.

რისთვისაა კარგი: ყველა მოქმედებას შენი პარტნიორი ასრულებს, შენ კი შეგიძლია უბრალოდ ზურგზე დაწვე და მოდუნდე.

რატომ უნდა იყო ფრთხილად: ამ პოზაში დისკომფორტის შემთხვევაში, ბალიშები გამოიყენე და მცირე კუთხით საყრდენი შეიქმენი. გახსოვდეს, სასურველია, მარცხენა გვერდზე დაწვე.

trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა