ვარდის 10 ყველაზე იშვიათი სახეობა, რომელიც სილამაზით გაგაოცებთ
მე -20 საუკუნეში ყვავილების დედოფალმა, ვარდმა პოზიციები დათმო, მაგრამ ძალიან მალე სელექციონერები შეცდომის გამოსწორებას შეუდგნენ და სამყარომ მრავალი ახალი ჯიში ნახა! იხილეთ ვარდის ყველაზე უჩვეულო და იშვიათი ჯიშები, რომლებიც თქვენთვის შევაგროვეთ.
1. შავი ვარდი
შავი ვარდი რეკორდსმენია არა მხოლოდ იშვიათობით, არამედ მძიმე მეტალების შემცველობითაც, რომლებიც ამ სახეობაში გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ვარდებში. ნამდვილი შავი ვარდები თურქეთში ხარობენ, თუმცა საღებავის დამატებით, ნებისმიერი სახეობის ვარდის გამუქება შესაძლებელია.
2. ცისარტყელა ვარდი
სწორედ საღებავის დამატებით იღებენ ცისარტყელა ვარდის სახეობას, რომელიც თავდაპირველად, ერთფეროვანია. ვარდს განსაკუთრებული ტექნოლოგიის საშუალებით სხვადასხვა საღებავები ემატება, რომელთა წყალობით თითოეული ფურცელი თავის ფერს იღებს. ცისარტყელა ვარდის გამოყვანას მსოფლიოში ერთადერთი კომპანია ახორციელებს, ამიტომ ეს ვარდი ძვირი და იშვიათია.
3. ცისფერი ვარდი Suntory Aploz
ცისფერი ვარდი ბუნებაში არ არსებობს - ეს ან ხელოვნური ფერია, ან ყალბი, მაგრამ სელექციონერები დღემდე ცდილობენ ბუნებრივად ცისფერი ყვავილის გამოყვანას. ითვლება, რომ ამაში ყველაზე წარმატებულები იაპონელები არიან, რომლებმაც 2009 წელს მსოფლიოს ცისფერთან ყველაზე მიახლოვებული ფერის ვარდი წარუდგინეს.
4. ჩინური ვარდი Viridiflora
ჩინური ვარდი, ვირდიფლორა ვარდი, მწვანე ვარდი - ეს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ვარდის სახეობაა. ბოტანიკოსები ამბობენ, რომ მისი სურნელი ყიოველგვარ მოლოდინს აღემატება.
5. ოსირიას ვარდი
ეს ვარდი განსაკუთრებული სილამაზით და მომაჯადოებელი არომატით გამოირჩევა. აქვს ბორდოსფერი, უნაზესი ხავერდოვანი ფურცლები, რომლებიც მეორე მხარეს ვერცხლისფერია. „ოსირია“ გერმანელმა სელექსიონერებმა 1978 წელს გამოიყვანეს. ერთნაირად კარგად იტანს მაღალ და დაბალ ტემპერატურებს. მაგრამ, საკმაოდ სუსტი იმუნური სისტემის გამო, ადვილად ავადდება და რთული მოსავლელია.
6. ვარდების გრეისი
თუ ვარდები გიყვართ, მაშინ ისინი შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერ ყვავილად აქციოთ. კონკრეტულად ამ ჯიშის ვარდი პრაქტიკულად გიორგინებისგან არ განსხვავდება. იშვიათი ჯიში, რომელსაც წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტი მოყვარული იძენს.
7 ვარდი პიერ დე რონსარი
ამ უჩვეულოდ დიდ და სურნელოვან ყვავილს სახელი ფრანგი პოეტის საპატივცემულოდ ეწოდა. ეს ვარდებიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში!
8. ვარდი ტკბილი ჯულიეტა
ვარდის კიდევ ერთი ძალიან ძვირადღირებული და იშვიათი ჯიში „ტკბილი ჯულიეტა“ ინგლისში შეიქმნა და ეს სახელიც ძალიან უხდება. არომატი ისეთივე აქვს, როგორიც ჩაის ვარდის სხვა სახეობებს, ხოლო ფერი ცვალებადია. გვირგვინის ცენტრში ატმისფერი ფურცლები აქვს, ხოლო ცენტრიდან მოშორებით, თანდათანობით ღიავდება და თითქმის თეთრით ფურცლებით სრულდება.
9. ვარდი პურ კაპრიზი
საოცარი ვარდი, რომელიც ფერს იცვლის ჭკნობისას, სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ფერის ცვალებადობის გარდა, ისინი გამოირჩევიან კოკრის ფოთლების უწესრიგო განლაგებით. მართლაც რომ ნამდვილი კაპრიზია.
10.ვეფხვის ვარდი
მისი სახელი ზუსტად ასახავს ამ ულამაზესი ვარდის ფერს. ამ ჯიშის ვარდის სხვა შეფერილობაც არსებობს. მაგ. წითელი და თეთრი, წითელი და ყვითელი, ყვითელი და მეწამური, ლურჯი და თეთრი და ა. შ. – სულ 21 ფერია. მაგრამ, მეწამური და თეთრი ყველაზე ეფექტურად და უჩვეულოდ გამოიყურება. აქვს სწორი და პრაქტიკულად პრიალა ყლორტები, თითქმის არა აქვს ეკლები. ამ სახეობის ვარდი1993 წელს გამოიყვანეს.