თეგებით ძიება
05. 03. 2021 მსოფლიო

„ოქროს დათვის“ მფლობელი ფილმი ცნობილია

ბერლინალეს 71-ე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ფილმი ცნობილია. „ოქროს დათვის“ მფლობელი ფილმი გახდა რეჟისორ რადუ ჯუდის ფილმი სახელწოდებით, bed luck banging or loony porn.

რაც შეეხება „ვერცხლის დათვის“ პრიზს, ის რამდენიმე ფილმმა მიიღო. გამარჯვებულები ონლაინფორმატში ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიმ რამდენიმე წუთის წინ დაასახელა.

კერძოდ, „ვერცხლის დათვი“ – ჟიურის გრან პრი გადაეცა ფილმს wheel of fortune and fantasy; „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა რეჟისორს დენის ნეჯის ფილმისთვის –Natural light;

„ვერცხლის დათვი“ – ჟიურის პრიზი მიიღო ფილმმა, Mr Bachmann and His Class; „ვერცხლის დათვი“ მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა მსახიობს მარენ ეგერტს ფილმისთვის – I,m your man;

„ვერცხლის დათვი“ დამხმარე როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა ლილია კინზინგერ ს ფილმისთვის Forest I See You; „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა ფილმს Introduction; „ვერცხლის დათვი“ გამორჩეული შემოქმედებითი მიღწევისთვის გადაეცა ფილმს Outstanding.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოებაა, რომელიც პირველად დასავლეთ გერმანიაში 1951 წელს გაიმართა. ბერლინალეს უკანასკნელი გამარჯვებული ირანელი რეჟისორი მოჰამად რასოლუფი გახდა, მან ფილმისთვის „ბოროტება არ არსებობს” ფესტივალის უმაღლესი ჯილდო „ოქროს დათვი” მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა