თეგებით ძიება

ტესტი: შენი მიზიდულობის ძალა

გაზაფხულია და ბუნება იწყებს გამოღვიძებას, განახლებას, დედა-ბუნება თავის სილამაზეს ანახლებს და ამ დროს ქალი ბუნებას ემსგავსება, მისი გული და სხეული იწყებს გაზაფხულის ყვავილივით გაფურჩქვნას!

ამბობენ: "ყველა ქალი თავისებურად მიმზიდველიაო“ და ასეც არის. დააკვირდით ბუნების მრავალფეროვან და სხვადასხვა სახის ყვავილებს, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ამავდროულად თითოეული თავისებურად მიმზიდველია და მშვენიერი...

გაინტერესებთ თქვენი მიმზიდველობის ძალა?!

ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ პოზიტიურ და საინტერესო ტესტს: "როგორია შენი მიზიდულობის ძალა“.

ტესტი: შენი მიზიდულობის ძალა


მოდუნდი და დააკვირდი ფოტოზე გამოსახულ ყველა ყვავილს და აირჩიე ინტუიციურად, ის ყვავილი, რომელიც მეტად მიგიზიდავს და შენს თავთან ასოციაციას გამოიწვევს!

პასუხები იხილეთ ნუმერაციის მიხედვით:

1. სინაზე:
შენი მიმზიდველობის ძალა არის შენი სინაზე. გიყვარს და მოგწონს საკუთარი თავი. მიღებული გაქვს და ტკბები იმ საჩუქრით, რომ სამყაროს ქალად მოევლინე. შენი სინაზე და სიყვარული გარშემომყოფებს იზიდავს და სიამოვნების განცდას გადასცემს, ზუსტად ეს ქმნის შენი მიზიდულობის მაგნიტს, გაამყარე მდგომარეობა იცხოვრო აქ და ახლა და ეს კიდევ მეტად დაგეხმარება დატკბე ყოველი წუთით და წამით.

2. უპირობო სიყვარული:
შენი მიმზიდველობის ძალა არის უბრალოება და უპირობო სიყვარული. შენში შერწყმულია სიყვარული და უბრალოება. ყველა ადამიანში ხედავ დადებითს და პოზიტიურად აღიქვავ ყველაფერს, კარგს მოელი და გჯერა გულწრფელად კარგი მოლოდინების, სხვა ადამიანებს და სამყაროს მეტი რაღა დარჩენია, რომ ეს პოზიტიური რწმუნებულება გაამართლოს, რადგან რასაც გასცემ, ბუნების კანონით იმ ენერგიას ღებულობ, ზუსტად ეს მდგომარეობა არის შენი მიზიდულობის ძალა.

3. სიძლიერე:
შენი ქალური სიძლიერე არის მიმზიდველობის ძალა, ადამიანებს შენს გვერდით უსაფრთხოების განცდა უჩნდებათ და იზიდავთ. თუმცა არის ზოგჯერ, რომ საკუთარ თავს არ აძლევთ საშუალებას გამოვლინდეთ, როგორც ქალი, რადგან მიგაჩნიათ, რომ ამით თავს იცავთ, გაეხსენით სამყაროს მთლიანად და გჯეროდეთ, რომ თქვენი ქალური მიმზიდველობის ძალა, ამით კიდევ უფრო გაიზრდება.

4. ვნება:
შენი ქალური მიმზიდველობის ძალა არის ვნება, რადგან გარშემომყოფები გრძნობენ თქვენში არსებულ ცეცხლს, რომელიც სიარულში, ჩაცმულობის სტილში და მანერებში გამოსჭვივის. გიყვართ საკუთარი თავი და ყურადღების ცენტრში ყოფნა, ეს ყოველივე სიამოვნებას განიჭებთ და ზუსტად იცით, როგორ მიიღოთ სასურველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა