თეგებით ძიება
05. 03. 2021 მსოფლიო

25 მარტიდან სეიშელის კუნძულები ყველა ტურისტისთვის იხსნება

სეიშელის კუნძულები 25 მარტიდან ყველა ტურისტისთვის იხსნება, სამხრეთ აფრიკის მოქალაქეების გარდა.

გამოცემა „ბიბისის“ ცნობით, კუნძულებზე გამგზავრება ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასულ ტურისტს შეეძლება, სამხრეთ აფრიკის მოქალაქეების გარდა, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ვაქცინა გაკეთებული.

როგორც სეიშელის კუნძულების ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც ტურისტებს მოსთხოვენ, კოვიდტესტის ნეგატიური პასუხია, რომელიც მოქალაქეს ბოლო 72 საათში უნდა ჰქონდეს გაკეთებული.

ამასთან, ტურისტებს კვლავ მოუწევთ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა