თეგებით ძიება

რა ემართება სხეულს, როდესაც ადამიანი შეყვარებულია?

ადამიანები გამუდმებით მიისწრაფვიან სიყვარულისკენ. 2020 წელს მსოფლიოში ქალების 64% ან დაქორწინებული იყო ან პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ რამდენმა მათგანმა იცის რეალურად როგორ მოქმედებს სიყვარული მათ სხეულზე?

მას შემდეგ, რაც სხვა ადამიანი შეგიყვარდებათ, თქვენი განწყობიდან დაწყებული, ცხოვრებისეული მიზნებით დამთავრებული, შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ამ ცვლილებების უმრავლესობა კი, ალბათ, შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა მკვლევარების ცნობისმოყვარეობა.

1. ოჰ, ეს ჰორმონები - ძლიერდება ეიფორიის განცდა

საყვარელ ადამიანზე ფიქრისას, თქვენი სხეული გამოიმუშავებს ჰორმონ დოპამინს, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერების განცდაზე. იგივე პროცესი მიმდინარეობს მაშინ, როდესაც ადამიანი აკეთებს იმ საქმეს, რაც სიამოვნებას ანიჭებს; მიირთმევს გემრიელი საჭმელს ან საყვარელ მუსიკას უსმენს.

მეცნიერები თვლიან, რომ რადგან სიყვარული ბედნიერების განცდით გვანებივრებს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაწყვილებაში, ამიტომ კაცობრიობას გადაშენდება არ ემუქრება.

2. ერთგვარი წამალი - სიყვარული ამცირებს წნევას

სტატისტიკის თანახმად, აშშ – ში თითქმის ყველა ზრდასრული ადამიანი განიცდის არტერიულ წნევას. ხოლო შეყვარებულებისთვის, სასიხარულო ამბავი გვაქვს - ურთიერთობებს შეუძლიათ წნევის შემცირებაში. ურთიერთობის ისეთი მარტივი ფორმაც კი, როგორიცაა ტელეფონზე 5 წუთიანი საუბარი, ან შესვენებაზე ერთად სადილი, ჯანმრთელობის ამ პრობლემის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.

მაგრამ, ფრთხილად იყავით, ეს არ იქნება საკმარისი თქვენი პრობლემის სრულად გადასაჭრელად. თქვენ მაინც გჭირდებათ ექიმთან კონსულტაცია.

3. დაივიწყეთ ტკივილგამაყუჩებლები - სიყვარული ტკივილთან გამკლავებაში დაგეხმარებათ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც ჩვენს საყვარელ ადამიანს ვუმზერთ, ჩვენი ტვინი გამოყოფს ნივთიერებებს, რომელიც ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ჩვენი რომანტიკული პარტნიორის ფოტოების დათვალიერება არ იქნება ისეთივე ძლიერი, როგორც ანესთეზია, მაინც სასიამოვნო ბონუსია იმის ცოდნა, რომ შენზე ფიქრი თქვენს საყვარელ ადამიანს უკეთესად აგრძნობინებს თავს.

4. დაივიწყეთ სხვა წამლებიც - სიყვარული ყველაფრის მკურნალია

ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ სიყვარული აძლიერებს გულსა და იმუნურ სისტემას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და გვეხმარება წონის კორექციაში.

5. პეპლები მუცელში მითი სულაც არ არის, უბრალოდ სინამდვილეში არც ასეთი რომანტიკულია

"პეპლები თქვენს მუცელში" გარკვეულწილად მართალია. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული შესანიშნავი გრძნობაა, ის იწვევს კორტიზოლის დონის მომატებას. კორტიზოლი არის ჰორმონი, რომელიც ხშირად ასოცირდება სტრესთან. მისი დიდი რაოდენობით გამომუშავება კი აფორიაქებს მუცელს და იწვევს გულისრევის შეგრძნებას.

trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა