თეგებით ძიება

რა უნდა გააკეთონ ქალებმა იმისთვის, რომ სექსუალური სურვილი აიმაღლონ? - 5 რჩევა

რა უნდა გააკეთოთ ქალებმა იმისთვის რომ სექსუალური სურვილი აიმაღლოთ? - გთავაზობთ 5 რჩევას.


1. აუცილებელია ძილი - შესაძლოა, გრძელი და დამღლელი დღე გქონდათ. ბავშვებზე ზრუნვა, სამსახური, სახლის საქმეები - ყოველივე ამის შემდეგ უბრალოდ ძილი გინდათ და სხვა არაფერი. სავსებით გასაგებია, რომ ამ სიტუაციაში სექსი არ გსურთ.

ასეთ დროს საუკეთესო გზა იმისთვის, რომ სექსის სურვილი გაგიჩნდეთ, კარგად გამოძინებაა. მეორე დღეს ნახავთ, რომ სექსის სურვილი გექნებათ.

კვლევის თანახმად, რაც უფრო კარგად გძინავთ ღამით, უფრო დიდი სურვილი გექნებათ მეორე დღეს სექსით დაკავების. თუ კარგად გამოიძინებთ, მომდევნო დღეს კარგ ხასიათზეც იქნებით. გარდა ამისა, თუ სექსის დროს ორგაზმს განიცდით, ამ დროს გამოიყოფა ოქსიტოცინი, რომელიც უკეთეს ძილს უზრუნველყოფს. ძილი კი სექსუალურ ინტერესს აღვივებს. ასე რომ, ძილი და სექსი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

2. ვარჯიში - ზოგჯერ სექსი შეიძლება იმიტომ არ გინდათ, რომ არ გაქვთ საკმარისი ენერგია. როცა ძალიან დაღლილი ხართ, მხოლოდ დაძინება გსურთ, ან უბრალოდ გინდათ დაჯდეთ და ფილმებს უყუროთ.

როცა დაღლილი ხართ, აბსოლუტურად გასაგებია, რომ სექსი არ გინდათ, მაგრამ ენერგიას და სექსის სურვილს, კვლევის თანახმად, ამძაფრებს ვარჯიში.

ასე რომ, ნუ დაიზარებთ, დაკავდით ფიტნესით, იარეთ სპორტდარბაზში, თქვენი სხეული ტონუსში იქნება და მუდამ მზად იქნებით სექსითვის.

3. გააკეთეთ რაიმე რომანტიკული და მხიარული - სასიყვარულო ურთიერთობაში იმისთვის, რომ ადმიანებს ერთმანეთისადმი ლტოლვა და სექსის სურვილი ჰქონდეთ, საჭიროა მათ შორის სიახლოვე, რაღაც სხვა კავშირი იყოს.

კვლევის თანახმად, საუკეთესო გზა იმისთვის, რომ სექსუალური სურვილი აგიმაღლდეთ, პარტნიორთან ერთად საწოლს მიღმა რაღაც უჩვეულოს, ახლის, რომანტიკულის და სასაცილოს გაკეთებაა. წადით ერთად ქალაქგარეთ, პიკნიკზე, იარეთ ერთად ტანგოს წრეზე. ეს აქტივობები თქვენს შორის კავშირს გაამძაფრებს.

ასეთ დროს ადამიანები უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობენ და უფრო მეტ სექსუალურ ლტლოვას განიცდიან.

4. კონცენტრირდით სექსზე - ამბობენ, რომ ტვინი ყველა მნიშვნელოვანი სექსუალური ორგანოა. თუ სექსის განწყობაზე არ ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი გონება სხვა საკითხებით, პრობლემებითაა სავსე და სხვა საკითხებზეა კონცენტრირებული.

სექსუალური სურვილის ამაღლების გასაღები კი ისაა, რომ კონცენტრირება სექსზე მოახდინოთ. თუ შეძლებთ გონებით აკონტროლოთ ფიქრები, ფოკუსირდეთ სექსზე, ნახავთ, რომ ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

5. თამაში - სექსს შეხედეთ არა როგორც აუცილებლად გასაკეთებელ საქმეს, არამედ როგორც სიამოვნებისა და განტვირთვის საშუალებას. ადამიანები ხშირად თვლიან, რომ სექსი ვალდებულებაა. საკითხს ასე ნუ შეხედავთ. სექსით შეგიძლიათ ისიამოვნოთ, გაერთოთ. შეხედეთ ყოველივეს როგორც თამაშს.

trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა