თეგებით ძიება

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

ცივი და მკაცრი ზამთრის პირობებში, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენი კანის სიჯანსაღეზე და ნებიმიერ ფასად შევუნარჩუნოთ მას ხავერდოვნება და სიგლუვე. ბუნებრივია, ამისთვის კარგი დამატენიანებლები და ნიღბები გვჭირდება, თუმცა, იმაზე ნუ იღელვებთ, რომ თქვენი კანის ბრწყინვალება ძვირადღირებულ პროცედურებს საჭიროებს.

თქვენ შეგიძლიათ სახლის პირობებშიც მოამზადოთ ისეთი ნატურალური და სასარგებლო ნიღბები, სახის კანის დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც საუკეთესოდ დაიცავს მას ცივ დღეებში გამოშრობისა და გაუხეშებისგან.

1. გამოიყენეთ კარგი დამატენიანებელი

სახლის პირობებში საუკეთესო დამატენიანებლის მოსამზადებლად, შეურიეთ ზეითუნის ზეთი აბუსალათინის ზეთს, 3:1-ზე თანაფარდობით. შეგიძლიათ ზეითუნის ნაცვლად ყურძნის ზეთიც გამოიყენოთ, რათა მიიღოთ კარგი მასა. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ყოველ საღამოს.

გაიმეორეთ ეს პროცედურა მანამ, სანამ თქვენი კანი სათანადოდ გლუვი და ხავერდოვანი არ გახდება.

2. თაფლის ნიღაბი


თაფლი შაქრის საუკეთესო შემცვლელია. თუმცა, გარდა ამისა, იგი სახის მოვლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. წაისვით თაფლი სუფთა კანზე, გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


3. კვერცხის ნიღაბი

შეურიეთ ერთი კვერცხის გული ერთ სუფრის კოვზ ფორთოხლის წვენს, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთები, ცოტა ვარდის წყალი, სავსე კოვზი თაფლი და ახლად გამოწურული ლაიმის წვენი. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და მიღებული მასა, ყოველ დილით, შხაპის მიღებამდე გაიჩერეთ სახეზე.

4. შოკოლადის ნიღაბი

შოკოლადი არა მარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოც არის თქვენი კანისთვის. მდნარი შოკოლადის ნოღბის გასაკეთებლად დაგჭირდებათ 5 სუფრის კოვზი კაკაო, 5 სუფრის კოვზი თაფლი, 2 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი და 2 სუფრის კოვზი ავოკადოს პიურე. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და მიღებული მასა გაიჩერეთ სახეზე 30 წუთის განმავლობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა