7 რჩევა ლამაზი ხელებისთვის
ასაკს პირველ რიგში ხელები გასცემს. თუ გსურთ ასაკი არ შეგეტყოთ, მაშინ გულდასმით უნდა მოუაროთ ზედა კიდურებს. გთავაზობთ რჩევებს, იმისთვის, რომ თქვენი ხელები ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.
1. 2-3 წუთის განმავლობაში ენერგიულად დაიმუშავეთ ხელები გაფრცქვნილი ვაშლის ნაჭრებით, შემდეგ დაიბანეთ და გადაისვით ხელის მკვებავი მალამო.
2. საღამოობით გაიკეთეთ თბილი წყლის აბაზანა, რომელშიც ვაშლის ძმარი იქნება ჩამატებული.
3. გამოფიტული, მსხვრევადი ფრჩხილების შემთხვევაში მოამზადეთ თანაბარი რაოდენობის ვაშლის ძმრისა და მცენარეული ზეთის ნაზავი და ფრჩხილები ნაზავით მომზადებულ თბილ აბაზანაში ჩაყავით.
4. მოამზადეთ მოხარშული კარტოფილისა და რძის პიურე. ფაფად ქცეული მასა ხელებზე დაიდეთ და გაიკეთეთ ენერგიული მასაჟი. ნიღაბი ხელებზე 10 წუთი გქონდეთ, შემდეგ ხელები დაიბანეთ და წაისვით საცხი. ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ. ეფექტი: ხელის კანი თეთრი და ნაზი იქნება.
5. უხეში კანის დასარბილებლად შვრიის ნახარშის აბაზანა გამოიყენეთ, შეანაცვლეთ ერთმანეთს ცხელი და ცივი აბაზანა, მასაჟი საცხით და ნიღაბი: 25 გრამი მცენარეული ზეთი, 25 გრ. თაფლი, 1 უმი კვერცხის გული და 1 ლიმონის წვენი. ნიღაბს 3-4 საათი ვიჩერებთ ხელზე, უხერხულობის და უსიამოვნების ასაცილებლად შეიძლება დიდი ზომის რეზინის ხელთათამენებიც ჩაიცვათ.
6. ფრჩხილების გასამაგრებლად შეიზილეთ ლიმონის წვენი, ან სუფრის ძმარი, კიდევ შავი ან წითელი მოცხარი.
7. მწეველების საყურადღებოდ: შეყვითლებულ ფრჩხილებს წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი ან ლიმონის წვენი “აფერმკრთალებს”.
ნუ დაიზარებთ ლამაზი ხელებისთვის ამ მარტივი პროცედურების ჩატარებას და თუ შედეგი სახეზე იქნება, გამოცდილება სხვასაც გაუზიარეთ.