4 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ნამდვილი გენიოსი ხართ
წარმოიდგინეთ საკუთარი ფიქრებით გატანჯული არტისტი, რომელიც თავის თავში დაურწმუნებლობასა და ტკივილშია მოქცეული იქამდე, სანამ იმ შედევრს შექმნის, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს – ეს ის სტერეოტიპია, რომელიც ყველას გვეცნობა.
აღნიშნული კარიკატურა ბევრ პოპულარულ კულტურაშია გამოყენებული და არც ისე შორსაა თითოეული ჩვენგანისგან. სულ ახლახან ჩატარებული კვლევა აჩვენებს ძალიან მჭიდრო კავშირს კრეატიულობას, გენიოსობასა და შფოთვას შორის.
ღელავთ იმაზე, რომ შესაძლოა კრეატიული გენიოსი იყოთ? შეიძლება ასეც არის.
ადამიანები ბევრ რამეზე ვღელავთ, თუმცა ზოგი ნერვიულობაშიც რეკორდებს ხსნის. თუ ის ტიპი ხართ, რომელიც განუწყვეტლივ ფიქრობს და აანალიზებს საკითხებს, ან თუ ხშირად გახასიათებთ შფოთვაზე დაფუძნებული ქცევები, კარგი ამბავი გვაქვს: შესაძლოა კრეატიულობის უდიდეს მარაგს ფლობდეთ.
ახლა (გულწრფელად მომაჯადოებელი) მეცნიერული ნაწილი.
ლონდონის სამეფო კოლეჯში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ნერვიულობა განსაკუთრებით ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც აკონტროლებს საფრთხის აღქმას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწრაფად ვვარდებით პანიკის რეჟიმში.
ამ ნეუროლოგიური სხვაობის გამო, ნერვიულობა ასევე ააქტიურებს წარმოსახვას, რაც ამწვავებს საფრთხის განცდას.
ზოგადად, ზეაქტიური წარმოსახვა (კრეატიული გენიოსების მთავარი მახასიათებელი) და ინტენსიური ნერვიულობა არამხოლოდ განუყრელ კავშირშია ერთმანეთთან, არამედ ერთი მეორისთვის საწვავის ფუნქციასსაც ასრულებს და იქმნება ტანჯვისა და შემოქმედებითობის უსასრულო კრეატიული ციკლი.
[ღელვა + წარმოსახვა = კრეატიული გენიოსობა]
რა იქნებოდა სამყარო წუხილის გარეშე?
რომ დაუკვირდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია: გამოსავალს ვერ ვიპოვით, თუ თავდაპირველად საკუთარ თავზე არ გამოვცადეთ რაღაც პრობლემა. პროცესი, რომელსაც პრობლემის შიგნით შევყავართ, ძალიან საჭიროა გონების კრეატიული განათებისთვის.
იმაზე წუხილის გარეშე, თუ როგორ ვიაროთ უფრო სწრაფად, ალბათ ბორბალს ვერასდროს გამოიგონებდნენ. თუ ალექსანდერ ფლემინგი ბაქტერიულ ინფექციებზე არ იდარდებდა, ალბათ ისევ ანტიბიოტიკების გარეშე ვიცხოვრებდით. დაუგეგმავი ორსულობისა თუ სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რომ არ შეგვშინებოდა, კონდომი და კონტრაცეფციული აბები ჯერაც არ იქნებოდა შექმნილი.
უფრო მნიშვნელოვანია, სად იქნებოდა სამყარო ხელოვნების გარეშე?
გარდა მნიშვნელოვანი მეცნიერული გამოგონებებისა, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ სამყაროს, რომელიც მდიდარია პოეზიით, მუსიკით, მხატვრობითა და თეატრით – რის გარეშეც ადამიანთა არსებობა ძალიან საბრალო იქნებოდა.
ასე რომ, ოვერსინქერებო, წინ! სხვა დროს, როცა რამეზე დარდს დაიწყებთ, გახსოვდეთ, რომ ამას კრეატიული სარგებელი აქვს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს თქვენმა ნერვიულობამ სამყარო შეცვალოს.
genius.ge