თეგებით ძიება

მტირალა - ხასიათის თვისება თუ დიაგნოზი?

ბევრ ჩვენგანს წვრილმანებზე ნერვიულობა ახასიათებს, მაგრამ როდესაც ტირილი ცხოვრების წესია და არა გამონაკლისი, დროა, ჩვენს ჯანმრთელობაზე დავფიქრდეთ.

ცრემლები ჩვენი სხეულის სრულიად ნორმალური გამოვლინებაა, რადგან ის სხვადასხვა გარე ფაქტორზე რეაგირებს - სულ ერთია, ეს მოვლენა დადებითია თუ უარყოფითი.

პირველ ცრემლებს ჩვილობის ასაკიდან ვეცნობით - ფსიქოლოგების აზრით, ბავშვი, რომელმაც ჯერ ლაპარაკი არ იცის, თავის გრძნობებსა და ემოციებს ცრემლების დახმარებით გამოხატავს. მაგრამ უზარმაზარი განსხვავებაა ობიექტური მიზეზებით გამოწვეულ, ჩვეულებრივ ტირილსა და დაუსაბუთებელს შორის. თუ მოტეხილი ფრჩხილის გამო ისტერიკული ტირილი გივარდებათ, სერიოზულად უნდა იფიქროთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ გადაჭარბებული ემოციურობა ტირილის თანხლებით, ხშირად თანაგრძნობის ნაცვლად, სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ ნერვული აშლილობის ნიშნები ხშირად ცუდ ხასიათში ერევათ. სინამდვილეში, ხშირი ტირილი ემოციური სტრესის გარდა, შეიძლება სხვა, უსიამოვნო დაავადებებებზეც მიანიშნებდეს.

ასეთ საქციელს შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს - პირადი ცხოვრების წარუმატებლობით დაწყებული, ქრონიკული დაღლილობით დსამთავრებული, რომელსაც დიდი ქალაქის ყველა მაცხოვრებელი განიცდის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ცრემლები სხეულის პასუხია გარკვეულ შოკებზე ან ემოციებზე. ტირილი აუცილებელია უარყოფითი ენერგიის გამოსათავისუფლებლად, მაგრამ თუ ცრემლები ყოველ დღე და უმიზეზოდ მოედინება, ეს გადახრაზე მეტყველებს.

ხშირი ტირილის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი ემოციური (ხშირად ნეგატიური) შოკი, რომლის მოგონებები დიდი ხნის მანძილზე გდევნით. მარტივად რომ ვთქვათ, უსიამოვნებამ ჩაიარა, მაგრამ კვალი დატოვა. თუ იძულებული ხართ, უსიამოვნო მოგონებებთან ერთად იცხოვროთ და ნებით თუ უნებურად, თქვენი სტრესის მთავარ მიზეზს დაუბრუნდეთ, ადრე თუ გვიან ეს ნერვიულობით, გაღიზიანებით და ცრემლებით დასრულდება.

ცრემლების მიზეზი შეიძლება პრემენსტრუალური სინდრომიც გახდეს, თუმცა უსიამოვნო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, ხოლო თქვენი მომატებული მგრძნობელობა გამოწვეულია ორგანიზმში ჰორმონების გადაწყობით. მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება.
იგივე ეხება ორსულობის პერიოდს, როდესაც ორგანიზმში ჰორმონების რაოდენობა კულმინაციას აღწევს. გახსოვდეთ, ამ პერიოდში ტირილი ნორმალურად ითვლება!

ტირილის ყველაზე უსიამოვნო მიზეზია დეპრესიაა. პრობლემა ისაა, რომ შესაძლოა, ვერ ხვდებით დაავადების მოახლოვების შესახებ და პირველ ეტაპზე ყველაფერს დაღლილობას, ძილის ნაკლებობასა და უამინდობას აბრალებთ. ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუ ტირილის თვალსაჩინო მიზეზები არ არსებობს, მაგრამ ნებისმიერ წვრილმანე ტირით, დროა, ექიმთან მიხვიდეთ, სანამ მდგომარეობა დამძიმდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა