როგორ გავიდიდოთ ტუჩები ინექციის გარეშე - 3 მარტივი მეთოდი
აუცილებელი არ არის, ტუჩების დაბერვის უსაფრთხო პროცედურას მიმართოთ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდები პრობლემას დროებით გადაჭრის, მაგრამ სრულიად უსაფრთხოდ.
1. პიტნის ზეთი
ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება: ზეთი ტუჩებში სისხლის მოჭარბებას გამოიწვევს. რამდენიმე წვეთი ზეთი შეგიძლიათ თხევად ტუჩსაცხს ყოველთვის დაუმატოთ.
2. ჩილი წიწაკის ზეთი
მისი მოქმედების პრინციპი პიტნის ზეთის მოქმედებას ჰგავს, მაგრამ ის ტუჩებს არ აგრილებს, არამედ ახურებს. ნუ შეგეშინდებათ დამწვრობის. გამოიყენეთ მხოლოდ რამდენიმე წვეთი ზეთი.
3. ქოქოსის ზეთი და შაქარი
ეს სახლის სკრაბი-ზეთი კვებავს ტუჩებს, ხოლო სისხლის მიმოქცევის
გახშირება გაზრდის მის მოცულობას.