თეგებით ძიება

ბათუმი - ქალაქი, რომელმაც საკუთარი იდენტობა არ დაკარგა

ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მისი ყოველი ადგილი შესისხლხორცებული მაქვს. წლების მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა ქალაქმა იერსახე იცვალა, თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, უნდა ითქვას, რომ ჩემს საყვარელს ქალაქში, ბათუმში, ძველი და ახალი ქალაქის იერსახე შენარჩუნებულია.

მე, როგორც ამ ქალაქის მკვიდრს, მემაყება, რომ ამ კუთხეში დავიბადე და სამ საუკუნოვანი წნეხის ქვეშ მყოფმა ქალაქმა, საკუთარი იდენტობა არ დაგარგა.

აღსანიშნავა, რომ ერთხელ აჭარაში ყოფნისას, ირაკლი აბაშიძემ, თქვა, დედა ენის ძეგლი სწორედ ბათუმში უნდა დაიდგასო, ყოველივე ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ მწარე ისტორიის მიუხედავად, აჭარაში მცხოვრები ქართველები სხვა კუთხის ქართველებისგან არაფრით განსხვავდებიან.

ბათუმი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქალაქია, მაგრამ, თუკი დავაკვირდებით იმ არქიტექტურულ ძეგლებს, რომლებიც ამშვენებს ქალაქს, აღფრთოვანებას ვეღარ დამალავთ.

ალბათ ამიტომაცაა წლის ნებისმიერ დროს ჩვენი ქალაქი საოცარი და მუდამ ტურისტებისთვის მიმზიდველი, რასაც ხელს უწყობს ბათუმთან ახლოს მდებარე მაღალმთიანი სოფლები, სადაც ძალიან მარტივად შეძლებთ ბათუმიდან მოხვედრას.

ბათუმი - ქალაქი, რომელმაც საკუთარი იდენტობა არ დაკარგა


ისინი გამორჩეულია მარადმწვანე ტყეებით, ცივი წყაროებითა და უნიკალური სუფთა ჰაერით, რასაც დაერთვის საოცარი ხედები. სწორედ ამიტომაც, ამ კუთხისთვის არ ასრებობს დრო, როცა ის ინტერესმოკლებულია ტურისტებისთვის.

თუ გავივლით ბათუმის ქუჩებში, შევხვდებით სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამინებს, რადგანაც ბათუმი მრავალეროვანი ქალაქია. უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანები ერთმანეთის გვერდით მეგობრულად ცხორობენ. ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდით დგანან. სწორედ ამიტომ ბათუმში არავის უკვირს ეკლესიის ზარების რეკასთან ერთად, თუ გავიგონებთ მოლას ლოცვის ხმას.



ჩვენი ქალაქის მშვენიერებასა და სილამაზეზე გამწვანების სამსახური ზრუნავს, სადაც მუშაობს უმარავი ადამინი, რომლებიც ამტკიცებენ საკუთარი ქალაქისადმი სიყვარულს. ქალაქს სისხამ დილით საკუთარი საქმინობით მეეზოვე აღვიძებს, ხოლო შემდგომში მას ემატებიან გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც უმარავ ყვავილსა თუ მცენარეს რგავენ ქალაქის ტერიტორიაზე და ახალ სიცოცხლეს მატებენ ქალქს.



ბათუმში წლის ნებისმიერ დროს თითქოს ბუნება გვატყობინებს, დაზამთრებას - ზღვის სანაპიროზე თოლიების სიმრავლე, გაზაფხულს მიმოზები, ზაფხულს მცხუნვარე მზე და უამრავი ადამინი შავი ზღვის სანაპიროზე, ხოლო შემოდგომას წვიმინი ამინდები და ყვითელი ფოთლებით სავსე ეზოები.

ეს გახლავთ ჩემი, ჩვენი ბათუმის მშვენიერება, რომელიც მიყვარს სიცოცხლეზე მეტად და მიმაჩნია, რომ დროთა სვლასთან ერთად, ბათუმი კიდევ უფრო გამშვენიერდება და გალამაზდება, კვლავ შევხვდებით ქუჩაზე მოსიყვარულე ბებია-ბაბუებს, რომლებიც ისევ მოგვყიდიან მათ დაკრეფილ ყაყაჩოებსა და ხილეულობას, ხოლო ქალაქი კვლავ გააგრძელებს სიცოცხლეს და არ დაარღვევს მარადისობას.

ავტორი: დიანა დევაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა