თეგებით ძიება

ბათუმის სავიზიტო ბარათს, კაფე „რვაფეხას“ კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აჭარის კულტურული მემკვირეობის დაცვის სააგენტომ, კაფე „რვაფეხას“ კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სარესტავრაციო, რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ხელახლა დამზადდა ფიგურები. შენობას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე. ნაგებობის წყლისგან დაცვისთვის საიზოლაციო სამუშაოები ჩატარდა და მოზაიკა მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში განახლდა დაზიანებული იატაკი. ასევე მიმდინარე ტერიტორიაზე აღდგა ფანტანი და მოეწყო მისავლელი ბილიკები.

ბათუმის სავიზიტო ბარათს, კაფე „რვაფეხას“ კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა


ბათუმლემისა და ქალაქის სტუმრების საყვარელი „რვაფეხა“ პირვანდელი სახით დაუბრუნდა ბულვარს.

კაფე ფანტაზიაა - უცნაური და განსხვავებული ქანდაკება 1975წელს, ქართველი არქიტექტორი გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით აშენდა. კაფე ფანტაზია კი წლების მანძილზე ბათუმის სავიზიტო ბარათად იყო ქცეული.


ის ცნობილი იყო როგორც მთელ საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. აღსანიშნავია, რომ მშენელობის დამთავრებიდან 2 წელიწადში პოულარულმა არქიტექურულმა ჟურნალ Domus-მა მას სპეციალური სტატია მიუძღვნა.

წლების მანძილზე კაფე დახურული იყო, მხოლოდ 2017-2018 წლებში დაიწყო სოციალურ ქსელში კამპანია „დაიცავი რვაფეხა“. სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელი ტვირთავდენ "რვაფეხასთან" დაკავშირებულ მოგონებებეს, დაფოტოებს და ბათუმლებს მისი დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

2017 წელს მისი რეაბილიტაცია დაიწო, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანასა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, კაფეს მოვლა-პატრონობა, სადაც ნებართვის გარეშე ვერაფერი განხორციელდება, ევალება მესაკუთრეს, ამ შემთხვევაში აჭარის ეკონომიკის სამინისტროს.


ავტორი: ანა ბოლქვაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა