თეგებით ძიება

ბუნიაობის ენერგეტიკული დღეები - შეხვდით გაზაფხულს განახლებული ენერგიით

ხართ თუ არა მზად, შეხვდეთ გაზაფხულის ბუნიაობას?! თუ არ იცით, როგორ უნდა შეხვდეთ ბუნიაობის ძალის დღეებს?! მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე შემოგთავაზებთ საუკეთესო რეკომენდაციებსა და რჩევებს, რათა სწორედ გაიაროთ და ჩაუშვათ ენერგეტიკული პროცესი ბუნიანობის შესატყვისად!

გაზაფხულის ბუნიაობას ვხვდებით 20 მარტს, რომელიც არის სინათლის, გადატვირთვისა და ბალანსის დღესასწაული.

დღეიდან (17 მარტიდან - 23 მარტის ჩათვლით) უკვე იხსნება უძლიერესი სინათლის პორტალი, რომელიც აერთიანებს ენერგეტიკულ და ფიზიკურ სამყაროს. ამ დროს დედამიწა იღებს ძლიერ სინათლის ენერგეტიკულ იმპულსს, რომელიც გვეხმარება საკუთარი მიზნების, განზრახვების რეალიზაციაში, ანუ ის, რაც პოტენციურ დონეზე არსეობს, ამ ყოველივეს რეალიზებაში და ფიზიკურ დონეზე გამოვლენაში ენერგეტიკულად გვეხმარება!

რაც ახალ წელს ვისურვეთ, დავგეგმეთ და განვიზრახეთ, ამ ყოველივეს ზრდა და გამოვლენა დაიწყება. თითოეული ადამიანი იქნება ჩართული ამ სიუხვის ენერგიის ნაკადში, თითოეულის განზრახვას სამყარო აიტაცებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მშვიდად გავიაროთ ფსიქო-ემოციურ დონეზე ეს ძალის დღეები, რათა ფუჭად არ გავფანტოთ ენერგია.

მნიშნვნელოვანია 20 მარტს გავუშვათ წარსული, გავანულოთ და ასე ვთქვათ თავიდან დავიბადოთ, ბუნიაობის მოვლენის მსგავსად, როგორც დედამიწა იწყებს განახლებას და თავიდან იბადებას.

როგორ მოვემზადოთ ბუნიაობისათვის:
მნიშვნელოვანია სახლის და სივრცის გასუფთავება, ამ მოქმედებით, ასუფთავებთ გონებას, ენერგეტიკას და იზიდავთ სუფთა გონებით იღბალსა და წარმატებას!
საუკეთესოა დესტრუქციულ პროგრამებზე მუშაობა, ენერგეტიკული პრაქტიკებისა და მედიტაციების დახმარებით;
დააბალანსეთ მამაკაცური და ქალური ენერგია, მიმართეთ თქვენი მდგომარეობა შინაგანი წონასწორობისკენ;
ასევე სასურველია საგვარეულო პრაქტიკები;
იზრუნეთ მცენარეებზე, ხეებზე, სიმწვანეზე, ასე გამოხატავთ განზრახვას პლანეტის დასახმარებალდ;
დაუწერეთ სამყაროს მადლიერების წერილი, ან იმ ადამიანებს გაუზიარეთ მადლიერება, ვისი მადლიერიც ხართ;

ასევე სასურველია პატიების პრაქტიკები:
ფოკუსირდით იმ ფიქრებზე, სურვილებზე, განზრახვებზე, რაც თქვენთვის არის სარგებლის მომტანი და არა არსებულ სიტუაციაზე, თუ რაიმე არ მოგწონთ და გაღიზიანებთ, უბრალოდ გადართეთ გონება პოზიტივისკენ;
დაიწყეთ რაიმე ახლის შესწავლა;
ხშირად ისეირნეთ ჰაერზე, ახლოს იყავით ბუნებასთან, ახლა ეს ყველას სჭირდება!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა