თეგებით ძიება

მიშველე, ადამიანო! - რა მდგომარეობაში არიან რეგიონებში მცხოვრები ცხოველები

ცხოველები მუდამ იყვნენ ადამიანების საუკეთესო და ერთგული მეგობრები და მათთან ურთიერთობა, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის, ძალიან სასარგებლოა, რადგან ცხოველებთან ხშირი კონტაქტი ბავშვში ზრუნვისა და სხვა დადებითი თვისებების გამომუშავებას უწყობს ხელს.

მეორე საკითხია რა მდგომარეობაში იმყოფებიან ადამიანის ოთხფეხა მეგობრები საქართველოში და რა გავლენა მოახდინა Covid -19-მა მათ მდგომარეობაზე?!

როგორც უკვე ვიცით, პანდემიის პირობებში, თბილისსა და მის შემოგარენში გამოჩნდნენ მოხალისე კომპანიები, რომლებმაც იზრუნეს ზამთრის ცივ დღეებში უსახლკარო ძაღლებისთვის ხის სახლების დადგმაზე, ასევე, ცხოველები მოამარაგეს საკვებითა და წყლით.

მიშველე, ადამიანო! - რა მდგომარეობაში არიან რეგიონებში მცხოვრები ცხოველები


აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე უსახლკარო ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის მეტი შანსია, თუმცა, რეგიონებში ამ მხრივ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. რეგიონებში ცხოველთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა!

სამწუხაროდ, რეგიონებში ნაკლებადაა მოხალისე კომპანია თუ ორგანიზაცია, რომელიც უსახლკარო ცხოველებზე იზრუნებს და შესაბამისად, მათი გამოკვება მკვიდრ მოსახლეობას უწევს, რაც საკმაოდ პრობლემატურია დღევანდელი პირობების გათვალისწინებით.

პანდემიის პირობებში, როდესაც თითქმის ყველა ობიექტი დაიკეტა, უსახლკარო ცხოველები აღმოჩნდნენ შიმშილის ზღვარზე, გახშირდა ცხოველების სახლიდან გამოგდების ფაქტებიც, რამაც საგრძნობლად გაართულა უსახლკარო ცხოველების მდგომარეობა.

მცხეთა-მთიანეთში დღეს-დღეობით უამრავი უსახლკარო ცხოველია, რომლებიც ბედისა და კეთილი ადამიანების იმედად არიან.

რა შეიძლება გავაკეთოთ მათ დასახმარებლად? ყველაფერი ჩვენს ხელთაა, განა ტყუილად აალაპარაკა ვაჟა-ფშაველამ შვლის ნუკრი? მან თავისი ნაწარმოებებითა და ცხოველების მიმართ დამოკიდებულებით დაგვანახა, რომ სწორედ ჩვენი ვალია ცხოველებზე ზრუნვა, ოთხფეხა მეგობრებზე, რომლებიც ადამიანის კეთილი გულის იმედად არიან.

სამწუხაროდ, მოცემულ პირობებში თავშესაფრებს არ აქვთ შესაბამისი რესურსი, რათა ყველა ცხოველი იხსნან ქუჩისა და შიმშილისგან, ამიტომ, ყველა ჩვენგანის ვალია, ვიზრუნოთ თუნდაც ერთ ცხოველზე და ვიხსნათ შიმშილისა და სიცივისგან.



აუცილებელია დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძებები, რათა მოხდეს უსახლკარო ცხოველების სტერილიზაცია და აცრა, რაც შედარებით გამოასწორებს მდგომარეობას და აღარ მოხდება უსახლკარო ცხოველების რაოდენობის მატება რეგიონებში.

ერთად ვიზრუნოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები!

ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა