თეგებით ძიება

როგორ გავწყვიტოთ უიღბლობის ჯაჭვი - ფსიქოთერაპევტის რჩევები

ერთ უსიამოვნო მოვლენაზე ჩვენმა უარყოფითმა რეაქციამ შეიძლება მთელი დანარჩენილი დღე ან კვირა გაგვიფუჭოს. მეცნიერები ამბობენ, რომ წარუმატებლობის მიზეზი ჩვენი წინასწარი განწყობაა.

ფსიქოთერაპევტი, ბრიტანეთის ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი ჯორჯ ტოქსავიდი, ირწმუნება, რომ წარუმატებლობასთან ბრძოლა შესაძლებელია. ამისათვის ფსიქოლოგიური სტაბილურობისა და იუმორის გრძნობის განვითარებაზე უნდა იმუშაოთ.

უარყოფითი აზრები ცუდი მოვლენებს წინასწარმეტყველებენ:
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უარყოფითი მოვლენები და ემოციები ჩვენს ტვინზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენენ, ვიდრე დადებითი. გამუდმებით უარყოფით შემთხვევებზე და წარუმატებლობებზე ფიქრი გვაიძულებს მეტი ყურადღება მივაქციოთ მომხდარ ცუდ მოვლენებს და ამით იმაზე მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ, ვიდრე რეალურად არიან.

ფსიქოთერაპევტის თქმით, ფაქტობრივად, ჩვენ საკუთარ წინასწარმეტყველებას ვქმნით, რადგან სამყაროს რაღაც ცუდის მოლოდინში, სიბრაზისა და შიშის ობიექტივიდან ვუყურებთ. ამ თვალსაზრისით, რეალობა არის ის, როგორც მას აღვიქვამთ.

ითვლება, რომ უარყოფითისკენ განწყობაა ჩვენი წინაპრებისგან მომდინარეობს, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ მსოფლიოში მსოფლიოში მიმდინარე უარყოფით მოვლენებს. ეს ფაქტობრივად, სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი იყო. მას, ვინც უფრო ფრთხილი იყო, გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდა.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარყოფითი განწყობის ხაფანგს ვერ გავექცევით - ამბობს ტოქსავიდი. პირიქით, როდესაც ვხვდებით, რომ ჩვენი ტვინი ასე მუშაობს, შეგვიძლია მისი გამოვასწორება ვცადოთ.

როგორ დავაღწიოთ თავი უარყოფით გამნწყობას?
დასაწყისისთვის, ფსიქოთერაპევტი გვირჩევთ, შევწყვიტოთ საკუთარ წარუმატებლობებზე მუდმივად ფიქრი. ძველ შეცდომებზე ფიქრის ნაცვლად, უმჯობესია ამ შეცდომებიდან გამოტანილ დასკვნებზე და სიტუაციის ანალიზზე იფიქროთ. ეს საშუალებას მოგცემთ სიტუაციას პოზიტიურად შეხედოთ.
თუ გრძნობთ, რომ მუდმივად ნეგატიურ ემოციებზე ხართ განწყობილი, თერაპევტი გარეთ, სუფთაჰაერზე გასეირნებას გირჩევთ. ისეირნეთ, საყვარელ მუსიკას მოუსმინეთ ან გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ.

ფსიქოთერაპევტი გირჩევთ მომხდარს იუმორით შეხედოთ და ამ თემაზე იხუმროთ. ამით პრობლემის რეფორმირება მოხდება. იუმორი დაგვეხმარება, რომ მოვდუნდეთ და ისეთი აზროვნება გავააქტიუროთ, რომლის დროსაც სირთულეები ნაკლებად სერიოზული ჩანს. ეს ასევე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი იმედგაცრუება.

სიმტკიცისა და პოზიტიური აზროვნების გამომუშავების კიდევ ერთი გასაღები ოჯახის, მეგობრების ან კოლეგების მხარდაჭერაა. ასე რომ, მათ დახმარებაზე უარი არასოდეს თქვათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა