თეგებით ძიება

როგორია იდეალური წყვილი

კალიფორნიის უნივერსიტეტში შეეცადნენ გაერკვიათ, რა ნიშნის მიხედვით ირჩევენ ადამიანები რომატიკულ პარტნიორებს. აღმოჩნდა, რომ გაცხადებული უპირატესობებსა და იდეალური პარტნიორის სახეს არაფერი ჰქონდა საერთო ინდივიდუალურ მიდგომასთან.

მეცნიერებმა კვლევაში ჩართეს 700-მდე მოხალისე, რომელთაც სთხოვეს დაესახელებინათ რომანტიკული პარტნიორის სამი იდეალური მახასიათებელი. ადამიანები მარტივად ასახელებდნენ ამ მახასიათებლებს: მხიარული, მიმზიდველი, ცნობისმოყვარე. ასევე მოხალისეებს სთხოვდნენ შეეფასებინათ მათთვის ნაცნობი ადამიანების რომანტიკული მიმზიდველობა.

აღმოჩნდა, რომ რომანტიკული მიმზიდველობის ძალა პირდაპირ კავშირში იყო ზემოთ დასახელებულ სამ აღნიშნულ იდეალურ ნიშანთან. თუმცა ადამიანებმა, მიუხედავად საერთო იდეალის არსებობისა, ზუსტად არ იციან, რა სურთ პირადად პარტნიორისგან.

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც ონლაინ იცნობენ ერთმანეთს.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა