ტესტი: არასტანდარტულად აზროვნებთ თუ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი?
სხვადასხვა ფსიქოლოგის მიერ გამოკვლეულია ადამიანების ინტელექტუალური ნიჭები და ამის მიხედვით ტესტების უნიკალური სისტემაა შემუშავებული. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა შევაფასოთ ადამიანის კრეატიულობისა და ინტელექტის დონე.
ჩვენ დღეს გთავაზობთ ტესტს, რომელიც შეამოწმებს თქვენი აზროვნების სტილს – სტანტარტულია ის თუ არასტანდარტული. ქვემოთ მოცემულია 10 სურათი, ყურადღებით დააკვირდით და ნახეთ რა არის მათზე გამოსახული. შესაძლოა პასუხი იოლი მოგეჩვენოთ, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო დიდხანს უნდა დაფიქრდეთ. შედეგები ნახეთ სტატიის ბოლოს.
კრეატიულობის მაჩვენებლად ჩაითვლება ის შემთხვევა, თუ რამდენად არის თქვენი პასუხი ყველაზე განსხვავებული მოსალოდნელისგან და რამდენად ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეძელით.
იხილეთ პასუხები ქვემოთ:
1. ჩვეულებრივი ადამიანი აქ დაინახავს სანთელს თავის სადგამზე, მაგრამ ეს ასევე არის ხრახნი, რომელიც საცობში გაიჭედა.
2. შესაძლოა იფიქრეთ, რომ ეს არის ნაფეხურები წრეში. სხვები ხედავენ, თუ როგორ მიფრინავს პარაშუტისტი მიწისკენ.
3. ის ჰგავს კომპასს, არასტანდარტული ადამიანი დაინახავს, როგორ იხმობს მშიერი ბარტყი ბუდეში დედას.
4. ჰგავს ბილიკს, თუმცა ეს ჟირაფია მეორე სართულის ფანჯრიდან.
5. ერთი შეხედვით, ეს არაფერს ჰგავს, მაგრამ თუ წარმოიდგენთ, რომ დათვი მოცოცავს ხიდან და მხოლოდ თათები ჩანს?!
6. ავტომობილის ბორბალი დაინახეთ? ახლა ეცადეთ დაინახოთ მოცეკვავე მექსიკელი ქალი სომბრეროთი.
7. აქ ბევრი დაინახავს ძეხვის ნახევარ ნაჭერს ან ქუსლის კვალს, თუმცა ეს არის ასევე გვირაბიდან მომავალი მატარებელი წინხედიდან.
8. რა გგონიათ ეს მამაკაცის პერანგია ბაფთით? არადა ოფიციანტი მოჰყვა ლიფტის კარში და ბაფთა გარეთ დარჩა.
9. ავტომოყვარულები სპიდომეტრს დაინახავენ, ფიზიკოსები – ბარომეტრს. არასტანდარტული ადამიანები თოვლის პაპას შეამჩნევენ ზედხედით.
10. ბევრი ამბობს, რომ ვიღაცა რაღაცის უკან იმალება. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ ეს მესაზღვრეები არიან ძაღლებით ბარიკადთან ახლოს.
თუ ყოველი გამოსახულებისთვის თქვენ მოიფიქრეთ:
პასუხების 1-2 ვარიანტი: თქვენ აზროვნებთ, როგორც ადამიანების დიდი უმრავლესობა ან ტესტი არ აღიქვით სერიოზულად და ცნობისმოყვარეობის გამო პირდაპირ პასუხებზე გადახვედით. ეს ბოლო ვარიანტი თქვენ სასარგებლოდ მეტყველებს, ვინაიდან ცნობისმოყვარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული კრეატიულობასთან.
პასუხების 3-5 ვარიანტი: თუ ყველა პასუხი ერთმანეთისგან აზრობრივად განსხვავდება და მათ მოფიქრებაზე მთელი ღამე არ გიფიქრიათ, მაშინ გილოცავთ! თქვენ არასტანდარტულად აზროვნებთ, შემოქმედებითად უდგებით ცხოვრებას და სურვილის შემთხვევაში მთებსაც კი გადააადგილებთ.
პასუხების 6 და მეტი ვარიანტი: არაფერი დაუდგება წინ თქვენს შეუპოვრობას, თქვენი კრეატიულობა არის უზომო. ყველანაირი ჩარჩო და შაბლონი ფაქტობრივად ქრება თქვენი მიახლოებისთანავე. ქედს ვიხრით!
გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი მიღებული პასუხები და მათი რაოდენობა!
genius.ge