თეგებით ძიება

როგორ მოხვდნენ გოგი წულაია და ასმათ დვალიშვილი ნაქირავებ ბინაში – ძალადობის საქმე

პოლიტიკოს გოგი წულაიას ნაცნობი ქალი ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ on.ge-სთან ისაუბრა.
ასმათ დვალიშვილის თქმით, წულაიასთან აქამდე დიდი ხნის ნაცნობობა, მეგობრობა აკავშირებდა და მის მიმართ გარკვეული სახის ნდობაც ჰქონდა. ქალი ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა თბილისში, ერთ-ერთ შეხვედრაზე მედიატორად მიიწვია, რომელსაც თავადაც უნდა დასწრებოდა.
„გზაში, თბილისისკენ რომ მივდიოდით, მითხრა, გადაიდო შეხვედრა და ხვალ არისო. კომენდანტის საათიც ახლოვდებოდა და ბინის საკითხის მოგვარებაზე დავიწყე ფიქრი. ვუთხარი, რომ ნათესავებთან წავიდოდი. რატომ უნდა წახვიდე ნათესავებთან, მაქვს მოგვარებული ეგ საკითხიო.
სამნი ვიყავით თავიდან, მაგრამ სამივე ბინაში ვერ მოვხვდით და დავრჩით მე და ბატონი გოგი. თავიდან ჩვეულებრივად, გარკვეულ საკითხებზე ვისაუბრეთ, თემები განვიხილეთ და მოულოდნელად ძალადობა დაიწყო. თავიდან ვეცადე, რომ როგორმე მშვიდად მომეგვარებინა, მაგრამ მერე იძულებული გავხდი გამოვქცეულიყავი და შველა მეთხოვა. პოლიცია გამოვიძახე, სხვა გამოსავალი არ მქონდა. ნასვამი იყო, ბევრი დალია. სავარაუდოდ, მარიხუანაც ჰქონდა მოწეული”, – ამბობს ის.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა