თეგებით ძიება

ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას უყენებს

რამდენიმე დღეა ნელი დოროყაშვილის და ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახური დავის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება.
ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რა ქონება დაუტოვა ცოლ-შვილს ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დღე“ ირმა ჭკადუამ ისაუბრა.
თუმცა ნელა დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე, ამ ინფორმაციას უარყოფს და შემდეგნაირად აღწერს. „ალიმენტს არ იხდის ნიკოლოზ ბასილაშვილი, ეს არის ფაქტი და დამტკიცებულია დოკუმენტებით.
ქალბატონი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ 2018 წელს, როდესაც ისინი თანაცხოვრებაში იყვნენ, ნეკა დოროყაშვილმა დაიწყო ქონებრივი დავა. ეს ფაქტობრივი შეცდომაა. ისინი 2020 წლის 14 თებერვალს განქორწინდნენ, მაგრამ ფაქტობრივი თანაცხოვრება 2019 წელს შეწყდა.
ქონებრივ დავას რაც შეეხება. დიდ თანხას ასახელებენ, თითქოს ამდენი ფული აქვს საჩუქრად მიღებული ქალს და ალიმენტზე ეწუწუნება. ნელი დოროყაშვილის მხრიდან დაიწყო დავა 9 ქონებაზე, მაგრამ არავინ იცის რა ქონებაა.
მეორე ასპექტია აქ, თურმე ნიკოლოზ ბასილაშვილმა აჩუქა ყველაფერი და არაფერი დაიტოვა. როცა ნიკოლოზს არაფერი გააჩნდა, ისინი სწორედ იმ პერიოდში დაქორწინდნენ. კანონით ნახევარი ნახევარზე იყოფა დოვლათი“, – აცხადებს ადვოკატი.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა