თეგებით ძიება

საპატრიარქო ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში არ ჩაერთვება, თუმცა მხარს დაუჭერს ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ტიკარაძემ საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისკენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა