თეგებით ძიება

ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის მომდევნო ჯგუფი დაასახელა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ვაქცინაციის მომდევნო ჯგუფს ასახელებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ „ასტრაზენეკას“ მიმართ მიმდინარეობს აგრესიული ანტიკამპანია,“ - აცხადებს იგი.

ტიკარაძის თქმით, მიუხედავად ანტიკამპანიისა, რაც გავლენას ახდენს მოქალაქეების აქტივობაზე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანდაცვა ვაქცინაციის სიიდან არ ამოიღებს.

„შემდეგი ჯგუფი, გაწერილი გეგმის მიხედვით, იქნება ხანდაზმულთა სახლები და 75 წელს ზევით პირები, რომელთა მიმართებაშიც, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა პერიოდიდან იქნება მათთვის ღია ფანჯარა და როდის ჩაერთვებიან ისინი ვაქცინაციის პროცესში,“ - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა