თეგებით ძიება
18. 03. 2021 COVID - 19

"ასტრაზენაკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანი კომაში ჩავარდა

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, "ასტრაზენაკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა.

მედიკოსების განცხადებით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კლინიკასთან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას - 27 წლის ქალის ახლობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში შუშა ჩაამტვრიეს. კლინიკის ეზოში შეკრებილი ექთნის ნათესავები პაციენტის ნახვას ითხოვენ. ექიმები კი მათ სამედიცინო დაწესებულებაში არ უშვებენ.

კლინიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცავები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა