თეგებით ძიება

პაატა იმნაძე: ვიცი, რომ სასულიერო პირები მედიის თანდასწრებით აიცრებიან

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის დარწმუნება ვერ ხერხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, იცის რამდენიმე სასულიერო პირის შესახებ, რომლებიც პირდაპირ ეთერში აიცრებიან.

„ნუ გგონიათ, რომ ეს მარტო საქართველოშია. ასეა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ახალი ვაქცინაა, აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა და ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და თავის ადგილას იქნება. მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება თქვენი თანდასწრებით. მე პირადად ჩიპი არ მაქვს და რა ვქნა ახლა. ასე რომ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ.

საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები კიდევ უფრო შეამსუბუქა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა