თეგებით ძიება

გოგი წულაია - პოლიტიკური მსხვერპლი ვარ

პოლიტიკური მსხვერპლი ვარ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებულმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ ადვოკატის მეშვეობით განუცხადა.

გოგი წულაიას ბრალდება ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. როგორც მისი ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, პოლიტიკოსს ბრალდება დაუმძიმდა.

გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მხულით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა