თეგებით ძიება

"ბავშვის მამამ მომწერა არ მჭირდება დახმარებაო... ძალიან გავბრაზდი" – რა გადახდა ირინა ონაშვილს

მოდელი და ტეეწამყვანი ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით კი “ინსტაგრამის” აქტიური მომხმარებელია და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციის გავრცელებაში ხშირად ეხმარება.

თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს ზოგიერთი ადამიანი ამ ფაქტს ბოროტად იყენებს.

ირინა სწორედ ასეთ შემთხვევას იხსენებს:

"უცნაური რაღაც შემემთხვა: “ინსტაგრამზე“ ხშირად გვიგზავნიან ხოლმე თხოვნებს. თხოვნებს იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ეს ძირითადად ეხება ხოლმე ბავშვებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ. დღეს ასეთი შემთხვევა მქონდა: გამომიგზავნეს ბავშვზე ისტორია და მთხოვეს გაზიარება. რა თქმა უნდა, მე ვდებ ამ თხოვნებს და ორ წუთში ვაზიარებ სთორის სახით. მოგვიანებით, კი მწერს ამ ბავშის მამა: “არ მჭირდება არანაირი დახმარებაო”.

რეალურად, ამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა ნათესავმა გამოიყენა ბოროტად და გადაწყვიტა, რომ მის პირად ანგარიშზე გადარიცხულიყო თანხები. ძალიან გავბრაზდი და სხვა დროს ვეცდები, რომ უფრო ყურადღებით ვიყო ხოლმე”, – ამბობს ირინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა