თეგებით ძიება

ახალციხეში ვაქცინის შედეგად კომაში ჩავარდნილი ექთანი თბილისში გადმოჰყავთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალციხეში, კლინიკა "იმედის" ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ადგილზე ჩასულია კატასტროფის მედიცინის ცენტრი და ექთანი თბილისში გადმოჰყვთ.

"დღეს ახალციხეში „იმედის“ კლინიკაში, რომელიც უვკე სამი დღეა, აცრებს, აცრილი ჰყავს დაახლოებით 16 ადამიანი. 12:15 საათზე აიცრა სამედიცინო პერსონალი, ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი, როგორც ვიცი, სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და ასეთია წინასწარი ინფორმაცია, რომ არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს. ამ აცრის შემდეგ, ქალბატონმა მოუწოდა პირდაპირ ეთერში სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტივებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია. ჩვენ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული, თუ სხვა ტიპის რეაქცია. სწრაფი რეაქცია შეიძლება, იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, გვეუბნებიან, რომ ეს უფრო ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. ადამიანს ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ამ დროს პროტოკოლით არის გაწერილი ანაფილაქსიური რეაქციების დროს. არ მოიხსნა რეაქცია და გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, საჭირო გახდა მისი ინტუბირება და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ამჟამად ადგილზე ჩასულია კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის ევაკუაცია ხდება თბილისში. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ავადმყოფის სიცოცხლე შევინარჩუნოთ“", - განაცხადა ამმირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, "ასტრაზენაკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანი კომაში ჩავარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა