თეგებით ძიება

კომაში ჩავარდნილი ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით კონსილიუმი შეიკრიბება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდნილი 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით, კონსილიუმი შეიკრიბება.

"პაციენტი გადმოყვანილია პირველ საუნივერსტიტეტო კლინიკაში. აქაც ჩვენ გვაქვს დამატებითი ღონისძიებები, კერძოდ, ექიმების მულტიპროფილური გუნდი 21:00 სააათზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც გადაწყდება, როგორ უმკურნალებენ პაციენტს და როგორი იქნება მკურნალობის ტაქტიკა. დარწმუნებული ვარ, ექიმების ძალიხსმევით, პაციენტთან მიმართებით, გვექნება საიმედო გამოსავალი", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ახალციხეში ექთანი, 27 წლის ქალი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რამ მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა