თეგებით ძიება

რატომ არის არასრულფასოვანი ძილი ქალის ფიგურისთვის მავნებელი

თუ ქალს ქრონიკული უძილობა აწუხებს, ის ხშირად უპირატესობას ანიჭებს მავნე პროდუქტებს, ბევრს ჭამს და გააჩნია ჭარბი წონა. იქმნება ერთგვარი ჩაკეტილი წრე, რადგანაც ნაყროვანება თავისთავად უძილობას იწვევს.

სტატისტიკურად ქალებს უფრო ხშირად აღენიშნება უძილობა და სიმსუქნე. ამის მიზეზი ჰორმონული თავისებურება და საქმეების სიმრავლეა. კვლევა ჩატარდა 20-76 წლის ასაკის 495 ქალის კვებისა და ძილის ანალიზი. აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებიც ხშირად იღვიძებდნენ ღამით, იღებდნენ ყოველდღიურ ნორმაზე 143 კალორიით მეტს, ამასთან უპირატესობას ანიჭებდნენ შაქრიან პროდუქტებს.

ქალებს, რომლებსაც ჩასაძინებლად ერთ საათზე მეტი სჭირდებოდათ 426 კალორიით მეტს მოიხმარდნენ.

ძილის ნებისმიერი დარღვევებისას აღინიშნებოდა დიდი ულუფებისაკენ სწრაფვა. როგორც აღმოჩნდა, უძილობა ასტიმულირებს ტვინში შიმშილის და თრგუნავს დანაყრების სიგნალებს.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა