თეგებით ძიება

„რეანიმატოლოგები მთელი ძალებით იბრძვიან“ - როგორია კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობა

ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექიმები კოლეგის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

„მდგომარეობა ძალიან მძიმეა. შემოყვანის შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა დილით მცირე სტაბილიზაციას მივაღწიეთ. რეანიმატოლოგები მთელი ძალებით იბრძვიან, ვნახოთ რა იქნება“, - აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, ახალგაზრდა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა