თეგებით ძიება

დედა უნდა გადარჩეს! ღმერთო ეს შეგვაძლებინე... ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ - ლევან რატიანის ემოციური პოსტი ახალციხელ ექთანზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, ექთნის შესახებ, რომელსაც გუშინ, -„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ღმერთო ეს შეგვაძლებინე... დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში..... დედა ის არსებაა, რომლის უმისოდ, მე პირადად, ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც.... დედა პირველრიგში ჩვენი პაციენტი.... დედა რომელსაც ორი შვილი ელოდება სადღაც სახლში... სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ დედა გადაგვირჩეს... რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში გული გამიჩერდა..... დედა უნდა გადარჩეს!!!! ეს უპირობა..... მშვიდობა დაგვბულებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული.... ღმერთო ეს შეგვაძლებინე.... ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ", - წერს ლევან რატიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსნებთ, "ასტრაზენაკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანი კომაში ჩავარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა