თეგებით ძიება

როგორია ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა - ლალი ტურძელაძის განცხადება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა, რჩება მძიმე.

„პაციენტი გუშინ საღამოს ჩამოიყვანეს ახალციხის ერთ-ერთი კლინიკიდან, ვაქცინაციის შემდგომი პერიოდით, სავარაუდოდ, იქ მოხდა ძლიერი ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი.

პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ყველა კვლევა ჩაუტარდა, ტვინის ფუნქცია განისაზღვრა, ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ, 24 საათში რა იქნება. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილურება და პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.

ღამე იყო საკმაოდ მძიმე, ლევან რატიანი აქ იყო მთელი ღამე, ამ დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა. აპარატთან არის სინქრონში, სუნთქავენ ერთად, წნევის დარეგულირება ხერხდება სამი მედიკამენტის დახმარებით. მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მძიმე.

24 საათში უნდ ჩატარდეს განმეორებითი კვლევები და შემდეგ უფრო გვექნება საშუალება, დავილაპარაკოთ, 13:00 საათზე გადის 24 საათი ინექციიდან“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსნებთ, "ასტრაზენაკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანი კომაში ჩავარდა. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა