თეგებით ძიება

Pfizer-ს და AstraZeneca​-ს ანაფილაქსიური გართულებები ერთნაირი აქვს - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების რისკები, Pfizer-სა და AstraZeneca​-ს ვაქცინებით იმუნიზაციის შემდგომ, თითქმის ერთნაირია.

მისი თქმით, იმის ალბათობა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსია მოხდება, ყოველთვის არსებობს.

"სტატისტიკის მიხედვით, Pfizer-ს და AstraZeneca​-ს ანაფილაქსიური გართულებები ერთნაირი აქვს. აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს ვაქცინა გავიკეთო, რადგან ამას არ აქვს ანაფილაქსია, ასე არ არის. სამწუხაროდ, იმის ალბათობა, რომ ანაფილაქსია მოხდება, ყოველთვის არსებობს,"- აცხადებს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პროცესებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტებისა და მედიკოსების შეხვედრა გაიმართა. სპეციალისტების შეფასებით, იმის თქმის საფუძველი, რომ AstraZeneca​-ს ვაქცინა საფრთხის შემცველია და მისი გამოყენება უნდა შეწყდეს, არ არსებობს.

ამასთან, გვერდითი რეაქციების და გამოვლენილი გართულებების მიუხედავად ევროკავშირის მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად მიიჩნია. 30 დღიანი დაკვირვების შემდეგ, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნა გუშინ დადო. დოკუმენტში წერია, რომ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიას არ უკავშირდება და სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა