თეგებით ძიება

ეკლესია ვერ დაავალდებულებს, ან ვერ აუკრძალავს მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებას - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ დაავალდებულებს, ან ვერ აუკრძალავს მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებას - ასე ეხმაურება ვაქცინაციის პროცესს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პროცესს ართულებს ის გარემოება, რომ ვაქცინა ამ დროისათვის ახალია და შესაბამისად უცნობია მისი შედეგებიც. ჯაღმაიძის თქმით, ეკლესია 11 თებერვლის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობს.

"ეკლესია თავის მხრივ ხელმძღვანელობს 11 თებერვლის სინოდის გადაწყვეტილების მიხედვით. სინოდის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ არ უნდა მოხდეს დისკრიმინაცია ადამიანისა, იმის მიხედვით მან არჩევანი გააკეთა ვაქცინაციის სასარგებლოდ, თუ შეიკავა თავი. ეკლესია, რა თქმა უნდა, არც ზიარებასთან დაკავშირებით არ გააკეთებს რაიმე განსხვავებას,"- აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა