თეგებით ძიება

დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია - ლევან რატიანი

ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალგაზრდა ექთანის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა.

აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია, სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა, ანაფილაქსიური შოკის არსებობით.

ამ ეტაპზე გრძელდება პროპტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ", — თქვა რატიანმა.

შეგახსნებთ, "ასტრაზენაკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანი კომაში ჩავარდა. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა