თეგებით ძიება

"დამიბარა, არ დატოვო სახლი ქართველები მოგხედავენო" - დათა პაპამ მეუღლეს ანდერძი დაუტოვა

ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები, დათა პაპამ სიკვდილის წინ მეუღლეს ანდერძი დაუტოვა, სადაც წერს, რომ სახლი არ მიატოვოს.

"დამიბარა - არ დატოვო ჩვენი სახლი, აქ დაჯექი "ფეჩის" გვერდზე და იყავი, ქართველები მოგხედავენ,ეგენი არ გაგიჭირვებენო," - უთხრა "კურიერს" დათა ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილიმა.

დათა ვანიშვილი ხურვალეთში, ბობნევის უბანში, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობდა სადაც ოკუპანტენმა ე,წ საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართები გაავლეს, რის შედეგადაც მისი ეზო ორად გაიყო, თავად სახლი კი მავთულხლართებს მიღმა მოექცა.

ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ.

დათა ვანიშვილი 86 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა