თეგებით ძიება

გოგი წულაიას ცოლის პირველი კომენტარი

სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მსგავს ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გოგი წუ­ლა­ი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი გოგი წუ­ლა­ია წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

სა­სა­მარ­თო პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და გოგი წუ­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ინგა ბი­ბი­ჩაძე, რო­მელ­მაც "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას, გა­ნა­ცხა­და:

"მჯე­რა ჩემი მე­უღ­ლის და იმი­ტომ ვარ აქ. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია გოგი წუ­ლა­ია მო­ძა­ლა­დე, ბო­რო­ტი. ის არის კე­თი­ლი და ში­ნა­გა­ნად პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი. ის, რაც მოხ­და, ეს არის ჩვე­ნი გა­სარ­ჩე­ვი, ნა­წი­ლობ­რივ შვი­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამ არა­მო­სა­წონ საქ­მე­ში, მაგ­რამ მე აქ ვდგა­ვარ, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, არა დედა და არა მე­უ­ღე­ლე. მეც არ მომ­წონს ხოლ­მე მისი ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბი, მაგ­რამ ამ ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლის­თვის და­სა­ჯო და მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა და­უ­პი­რის­პირ­დეს ადა­მი­ანს, არ მი­მაჩ­ნია სწო­რად".

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე მისი 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და. მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

წულაიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მას ბრალდება დაუმძიმდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მხულით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა გოგი წულაია ორი დღის წინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა