თეგებით ძიება

„მზად ვარ, ჩემი ხელით ავცრა საკუთარი ოჯახის წევრები საჯაროდ“ - გიორგი ჩალაძე

„ახლა, მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ, ეს ტრაგიკული შემთხვევა ვაქციოთ სანიმუშო მაგალითად, როგორ უნდა დავიცვათ ერთმანეთის ინტერესი და უზრუნველვყოთ უსაფრთხო გარემო ჩვენი ქვეყნისთვის,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ.

მისი თქმით, ტრაგიკულმა შემთხვევამ ვაქცინაციის წინააღმდეგ არ უნდა განგვაწყოს და იგი მზად არის, საკუთარი ოჯახის წევრები საჯაროდ აცრას.

„დღესაც, ამ მოცემულობით, მე მზად ვარ, ჩემი მშობელი, ყველაზე ძვირფასი, რაც მე გამაჩნია, ჩემი ოჯახის წევრები საჯაროდ ავცრა, იმიტომ, რომ ვაღიარებ, რომ აუცილებელია ვაქცინაცია და ტრაგიკული შემთხვევები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ. მე მზად ვარ ჩემი ხელით ავცრა საკუთარი ოჯახის წევრები საჯაროდ და ეს უნდა გააკეთოს ყველამ,“ - განაცხადა მან.

ახლა, მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ, ეს ტრაგიკული შემთხვევა ვაქციოთ სანიმუშო მაგალითად, როგორ უნდა დავიცვათ ერთმანეთის ინტერესი და უზრუნველვყოთ უსაფრთხო გარემო ჩვენი ქვეყნისთვის

ინფორმაციისთვის, დღეს, ახალციხელი მედდა, 27 წლის მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა