თეგებით ძიება

ტესტი: "შენი ქალური მაგია"

თითოეულ ქალს თავისი ენერგეტიკა აქვს, რომელიც ქმნის მიმზიდველობის მაგიას. ზუსტად ქალური ენერგიით იზიდავს ფინანსებს, მამაკაცს, საჭირო რესურსებს და რაც მნიშვნელოვანია, ყოველივე სასურველს, რასაც მოისურვებს.

თუმცა, სხვადასხვა ეტაპზე, ცხოვრებისეული სირთულეების გავლისას, ქალური მაგია ან იკლებს ან იმატებს, გააჩნია თუ რამდენად უთმობს დროსა და ყურადღებას ქალი საკუთარ ენერგიას.

ხშირად გრძნობს ქალი იმას რომ, მის ქალურ მაგიას ენერგიით შევსება სჭირდება. თუ რომელ ენერგიაზე გჭირდებათ კონკრეტულ მომენტში მუშაობა, ამისათვის, ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ საინტერესო ტესტს, რომელიც მოგცემთ მინიშნებასა და რეკომენდაციას, თუ რა გჭირდებათ თქვენი ქალური მაგიის გასაძლიერებლად:

მაშ ასე, გთავაზობთ ტესტს, რომელზეც გამოსახულია მინერალური ქვები, კონკრეტული ენერგეტიკით.

კარგად დააკვირდით ფოტოს და აირჩიეთ ის მინერალური ქვა, რომელიც მიგიზადავთ:

ტესტი: "შენი ქალური მაგია"


პასუხებს იხილავთ ნუმერაციის მიხედვით:

1. ამ ეტაპზე ქალური ენერგიის გაძლიერება გჭირდებათ, რომელიც დაგეხმარებათ სიყვარულის მოზიდვაში. ამასთანავე, აუცილებელია იმუშაოთ წყენის დავიწყდებაზე და უპირობო სიყვარულის გაძლიერებაზე. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ ბედნიერი ურთიერთობის შექმნაში.

2. ამ ეტაპზე გაკლიათ შინაგანი ჰარმონია, რომელიც გაგიმყარებთ შინაგანი ბედნიერების შეგრძნებას, მოგიტანთ ქალურ ბედნიერებას, საყვარელ ადამიანსა და პატარას, რომელსაც დიდ ხანს ელოდით.

3. სექსუალური ენერგია - თქვენ გჭირდებათ ქალური ძალისა და ჯანმრთელობის აღდგენა. მიიღეთ საკუთარი სექსუალურობა და ამით განკურნავთ საკუთარ ქალურობას, რა პოტენციალიც არის თქვენში, სრულად გამოვლინდება სამყაროში.

4. თქვენ გჭირდებათ ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლება, რადგან ნეგატიური ენერგიის დაიგნორებით დააზიანებთ საკუთარ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, მოძებნეთ გზები, რაც დაგეხმარებათ ნეგატივისგან განთავისუფლებაში, მედიტაციებით, ვარჯიშით და ასე შემდეგ...

5. სიმორცხვის ემოციისგან გათავისუფლება დაგეხმარებათ საკუთარი ქალური მაგიის გაძლიერებაში და სრულად თქვენი ტემპერამენტის გამოვლენაში, რომელიც თქვენს ურთიერთობას ვნებას შემატებს.

6. თქვენ გჭირდებათ ქალური მაგიის გასაძლიერებლად შინაგანი მამაკაცისა და ქალის ენერგიის დაბალანსება, გაწონასწორება. ურთიერთობაში კი გაამყარდება, ერთგულება და ხანგრძლივი სიყვარული.

7. თქვენი ქალური მაგიის გასაძლიერებლად აუცილებელია მისცეთ თავს უფლება იოცნებოთ მეტი, იყოთ ნაზი და რბილი. ეს მდგომარეობა კი დაგეხმარებათ სიყვარულის მოზიდვაში, ასევე დაგეხმარებათ გახდეთ დედა, სიყვარულის და იღბალის წყარო.

8. თქვენი ქალური მაგიის გასაძლიერებლად გჭირდებათ მადლიერებისა და შინაგანი სიმშვიდის გამყარება, ამით თქვენს საყვარელ კერას მეტ სტაბილურობას შემატებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა