თეგებით ძიება

“ასტრაზენეკას ფონზე გვერდითი მოვლენები მართლა არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მცირეა სარგებელთან შედარებით”- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომხდარი შემთხვევა არის დანაკარგი მთლიანი სისტემისთვის.

“არ მაქვს სიტყვები აღვწერო, რამდენად რთული დანაკარგია ეს მთელი სისტემისთვის. სამწუხაროდ ეს შედეგი დადგა, რასაც არ მოველოდით. დანაკარგი დიდია, თუმცა გვესმის რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ რაც უკავშირდება ეპიდემიის პროცესს და როგორია მოსალოდნელი სარგებელი ვაქცინაციის პროგრამის,”- აცხადებს გაბუნია.

გაბუნიას თქმით, ექსპერტთა საბჭომ ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას.

“მართალია, “ასტრაზენეკას” ვაქცინაციით გვერდითი მოვლენები მართლა არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მცირეა სარგებელთან შედარეით”,’- განაცხადა თამარ გაბუნიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა